როგორ ცხოვრობს ესპანეთში პოპულარული ქართველი პრინცი - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობს ესპანეთში პოპულარული ქართველი პრინცი

ორი დღეა სოციალურ ქსელში მომხმარებლები უგო (გუარამ) ბაგრატიონ-მუხრანელის ფოტოებს აქტიურად აზიარებენ. ქართველი პრინცი, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ქორწინების დროს გაიცნო საზოგადოებამ, ძალიან მალე გახდა პოპულარული.

ცნობილია, რომ უგოს უფროს ძმას დავითს მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საქართველოს სამეფო ტახტზე პრეტენზია აქვს და წლების წინ მისი და ანა ბაგრატიონის ქორწინებაც სწორედ ამ მიზეზით შედგა. მართალია, ანასა და დავითის ქორწინება ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დიდხანს არ დარჩენილა მარტო, ცოტა ხნის წინ მეორედ პრინცესა (როგორც მას საქართველოს სამეფო სახლი მოიხსენიებს) ირინა ბეგაშვილზე იქორწინა. ამით ანასა და დავითის შერიგების უკანასკნელი შანსიც კი აღარ არსებობს.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, დავითის მაგიერ უგო ბაგრატიონს ისურვებდნენ მეფედ. მართალია, საქართველოში მონარქიის აღდგენა ჯერ კიდევ ხუმრობისა და კრიტიკის თემად რჩება, მაგრამ ახლოს გავიცნოთ უგო, იგივე გუარამ ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც მხოლოდ საქართველოში კი არა, მეორე სამშობლოში, ესპანეთშიც ძალიან პოპულარულია.

თუმცა უგო ბაგრატიონის გამეფების შემთხვევაში, მინიმუმ დავითმა და დავითისა და ანას საერთო შვილმა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონმა უნდა თქვან ტახტზე უარი, რაც ცხადია, წარმოუდგენელია. გააგრძელეთ კითხვა