მამუკა ბახტაძე შვილთან ერთად - რა ფოტოს ავრცელებს ექსპრემიერი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

მამუკა ბახტაძე შვილთან ერთად - რა ფოტოს ავრცელებს ექსპრემიერი სოციალურ ქსელში

ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე "ინსტაგრამზე" შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ექსპრემიერის ტყუპები ცოტა ხნის წინ ერთი წლის გახდნენ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩეულის შესახებ გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. მამუკა ბახტაძეს საყვარელ ქალთან 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს. წყვილს ტყუპები ნოემბერში შეეძინათ.