"ციდან ჩამოფრენილი" - კვირის პალიტრა

"ციდან ჩამოფრენილი"

ჩიკაგოელი ჯეინ ჰოში და მისი მეუღლე ფლორიდაში ისვენებდნენ. ნა\ვით სეირნობისას მოულოდნელად ჯეინს 135 კგ-იანი მფრინავი სკატი თავზე დაეცა და ქვეშ მოიყოლა.

ცოლის გასათავისუფლებლად ქმარს გვარიანი ჯაფა დაადგა, თუმცა "მძიმე სტუმრის" ზღვაში დასაბრუნებლად ფლორიდელი ბუნების დამცველების გამოძახება მოუხდა. ინციდენტი ორივე მხარისთვის ტრავმის გარეშე დასრულდა -  ბუნების დამცველთა განმარტებით, სკატი აგრესიულად არ იქცეოდა, რადგან "ადამიანის ჩიჩიას არ მიირთმევს..."