"ციდან ჩამოფრენილი"
ჩიკაგოელი ჯეინ ჰოში და მისი მეუღლე ფლორიდაში ისვენებდნენ. ნა\ვით სეირნობისას მოულოდნელად ჯეინს 135 კგ-იანი მფრინავი სკატი თავზე დაეცა და ქვეშ მოიყოლა.
ცოლის გასათავისუფლებლად ქმარს გვარიანი ჯაფა დაადგა, თუმცა "მძიმე სტუმრის" ზღვაში დასაბრუნებლად ფლორიდელი ბუნების დამცველების გამოძახება მოუხდა. ინციდენტი ორივე მხარისთვის ტრავმის გარეშე დასრულდა - ბუნების დამცველთა განმარტებით, სკატი აგრესიულად არ იქცეოდა, რადგან "ადამიანის ჩიჩიას არ მიირთმევს..."