"სისხლიანი" ანტიკორიდა - კვირის პალიტრა

"სისხლიანი" ანტიკორიდა

ესპანეთში კორიდის წინააღმდეგ მორიგი ინსტალაცია-პროტესტი ამჯერად ვალენსიაში გაიმართა.

ორგანიზაცია "ანიმა-ნატურალის" ათობით აქტივისტმა მამაკაცმა და ქალმა სისხლისფერი საღებავით მოითხუპნა სხეული და ვალენსიის ცენტრში ჭრელი ბანდელირიით განგმირული "ხარი" წარმოადგინა...

აღსანიშნავია, რომ ხარების დახოცვისადმი საპროტესტო მოძრაობა ესპანეთში სულ უფრო აქტიურდება, განსაკუთრებით ადგილობრივი დღესასწაულებისა და სანახაობების წინა დღეებში.