ორეულების "სამეფო ქორწილი" - კვირის პალიტრა

ორეულების "სამეფო ქორწილი"

ლონდონში 29 აპრილისთვის დანიშნული "სამეფო ქორწილი" მოულოდნელად "ცოტა ადრე" - 1-ელ აპრილს გაიმართა.

ორეულებმა, "დედოფალმა" - მერი უილისმა, "პრიცმა უილიამმა" - საიმონ ატკინსონმა და "კეიტ მიდლტონმა" - ჯოდი ბრედომ, ლონდონელები საპირველაპრილოდ წარმატებით გააცურეს.

საქორწილო კორტეჟმა, რომელშიც "სამეფო ძაღლებიც" შედიოდნენ, "დაცვის" თანხლებით, ლონდონის ცენტრი თეთრი ლიმუზინით გაიარა, "ჯვრისწერა" კი ერთ-ერთ ეკლესიაში შედგა... "მექორწილეებს" ფოტოგრაფების მთელი არმია დაესია. ბუნებრივია, გადაღებამდე მათ უარი არავისთვის უთქვამთ.