ობობების "სასარგებლო შემოსევა" - კვირის პალიტრა

ობობების "სასარგებლო შემოსევა"

პაკისტანში, სადაც  მოსახლეობა შარშანდელი მრავალთვიანი კატასტროფული წყალდიდობის შედეგებს ებრძვის, ობობების შემოსევაა, რის გამოც დღემდე დატბორილი სინდის პროვინცია სიურრეალისტურ ნახატს დაემსგავსა.

უთვალავი ობობა იძულებული გახდა, საცხოვრებლად ხეებზე გადაენაცვლა. უზარმაზარ ფართობებზე  ხეები მილიონობით ობობას ქსელითაა დაბურული. მსგავსი რამ აქ არასდროს უნახავთ...

თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია - რეგიონში დიდი სიკვდილიანობის გამომწვევი მალარიის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. მალარია კოღო ანოფელესს გადააქვს, შემოსეულმა ობობებმა კი მათ მუსრი გაავლეს. ამიტომაც მოსახლეობა ობობებს აღარ ერჩის. ხალხიც და ობობებიც წყლის დაშრობას, ფაქტობრივად, "ერთად" ელოდებიან.