მეფის საყვარლად გამწესებული - კვირის პალიტრა

მეფის საყვარლად გამწესებული

მადონამ თავისი გოგონა ლურდესი "მონარქის საყვარლად" გაამწესა! საქმე ისაა, რომ მადონა  ფილმს, სახელწოდებით "W.E."თავად იღებს - ეს მისი სარეჟისორო დებიუტია. ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის, ედუარდ მერვისა და ამერიკელი უოლის სიმფსონის სიყვარულს ეხება - მაშინ სატრფოზე დასაქორწინებლად მონარქს ტახტზე უარის თქმამ მოუწია. ნორჩი უოლისის როლზე ახალგამომცხვარმა რეჟისორმა  კი საკუთარი 14 წლის გოგონა დაამტკიცა.

ლურდესისთვის ეს პირველი სერიოზული როლი იქნება. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ენერგიული დედა-შვილი საქმეს თავს კარგად გაართმევს, რადგან მათ კონსულტაციებს თავად სამეფო ოჯახის წევრები უწევენ.