მსოფლიოში ცნობილ ქართველ სოპრანოს გოგონა შეეძინა - ნინო მაჩაიძის მეუღლემ ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა
მსოფლიოში ცნობილ ქართველ სოპრანოს გოგონა შეეძინა - ნინო მაჩაიძის მეუღლემ ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა
მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა სოპრანომ, ნინო მაჩაიძემ  მილანში იმშობიარა. მას და მის მეუღლეს, გუიდო ლოკონსოლოს, რომელიც ასევე საოპერო მუსიკის მომღერალია, გოგონა შეეძინათ. წყვილმა პატარას ელენა დაარქვა.



ახალშობილი გოგონას ფოტო, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბავშვის მამამ გამოაქვეყნა.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება აქ ჩვენთან, ელენა!" - წერს გუიდო ლოკონსოლო



ინფორმაციისთვის, ნინოს და გუიდოს ჰყავთ ვაჟიშვილი ალესანდრო, რომელსაც მშობლებთან ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებზე ხშირად ვხედავთ.

ნინო
22 იანვარი 2021 22:43
რა ლამაზია, ღმერთმა განრავლოთ და სიკეთე მოგცეთ.
ნუცა
21 იანვარი 2021 20:06
კარგი იყო ასეთ ლამაზ და ნიჩიერ ქართველს თავისი ჯიში ემრავლებინა, მაგრამ ეს მისი არჩევანია და ღმერთმა ბედნიერი დედა და ქალი ამყოფოს.
სოსო
20 იანვარი 2021 23:30
ვულოცავ ნინოს.ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გაუზარდოს და გაუმრავლოს.ერთადერთი ,იმაზე მწყდება გული,რომ ჩემი საყვარელი მომღერალი,სხვა ქვეყანას უმრავლებს შვილებს.იმედია დედეულთ სამშობლოს არ დაჰკარაგავენ და სიმღერასთან ერთად,ქართულ ენასაც ასწავლის შვილებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები