მსოფლიოში ცნობილ ქართველ სოპრანოს გოგონა შეეძინა - ნინო მაჩაიძის მეუღლემ ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ცნობილ ქართველ სოპრანოს გოგონა შეეძინა - ნინო მაჩაიძის მეუღლემ ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა

მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა სოპრანომ, ნინო მაჩაიძემ  მილანში იმშობიარა. მას და მის მეუღლეს, გუიდო ლოკონსოლოს, რომელიც ასევე საოპერო მუსიკის მომღერალია, გოგონა შეეძინათ. წყვილმა პატარას ელენა დაარქვა.

ახალშობილი გოგონას ფოტო, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბავშვის მამამ გამოაქვეყნა.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება აქ ჩვენთან, ელენა!" - წერს გუიდო ლოკონსოლო

ინფორმაციისთვის, ნინოს და გუიდოს ჰყავთ ვაჟიშვილი ალესანდრო, რომელსაც მშობლებთან ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებზე ხშირად ვხედავთ. წყარო