პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეძინათ - რა სახელი შეურჩიეს პატარა პრინცს მშობლებმა? - კვირის პალიტრა

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეძინათ - რა სახელი შეურჩიეს პატარა პრინცს მშობლებმა?

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეძინათ. სასიხარულო ამბის შესახებ საზოგადოებას იოანე ბაგრატიონმა სოციალური ქსელიდან აცნობა.

"დღეს, 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი. გილოცავთ ყველას ნათლისღებას!" - წერს პრინცი "ფეისბუქზე"

ინფორმაციისთვის, ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს და ხელიც იქ მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ. იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მის ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. წყვილი ქორწინების შემდეგ საქართველოში დასახლდა, 2018 წელს მეორე ქორწილი გადაიხადეს, ჯვარი კი  სვეტიცხოველში დაიწერეს.

ხუან იოანე ბაგრატიონმა და მისმა რჩეულმა ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს (+ ფოტო, ვიდეო)

"ლეონარდომ მითხრა, რომ რუსეთთან ომში საქართველოს გულშემატკივრობდა" - რა აკავშირებს ბაგრატიონების რძალს დიკაპრიოსთან?!

წყარო