პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეძინათ - რა სახელი შეურჩიეს პატარა პრინცს მშობლებმა?
პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეძინათ - რა სახელი შეურჩიეს პატარა პრინცს მშობლებმა?
პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეძინათ. სასიხარულო ამბის შესახებ საზოგადოებას იოანე ბაგრატიონმა სოციალური ქსელიდან აცნობა.

"დღეს, 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი.
გილოცავთ ყველას ნათლისღებას!" - წერს პრინცი "ფეისბუქზე"


ინფორმაციისთვის, ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს და ხელიც იქ მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მის ძარ­ღვებ­ში რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე ევ­რო­პე­ლი მო­ნარ­ქე­ბის სის­ხლი ჩქეფს. წყვი­ლი
ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა, 2018 წელს მე­ო­რე ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს, ჯვარი კი  სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს.

ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნმა და მისმა რჩე­უ­ლმა ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რმა ჯვარი დაიწერეს (+ ფოტო, ვიდეო)


მკითხველის კომენტარი (11)
პატრიოტი
19 იანვარი 2021 20:06
კიდევ ერთი ქართველი დაბადებულა.გამოსდგომოდეს საქართველოს.მამულიშვილად გაგვიზარდეთ ბაგრატიონებო.ღმერთმა დალოცოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები