კადრები გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწილიდან - ნახეთ როგორი კაბა აცვია პატარძალს (ფოტო-ვიდეო)
23-01-2021
კადრები გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწილიდან - ნახეთ როგორი კაბა აცვია პატარძალს (ფოტო-ვიდეო)
ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ჯვარს იწერენ, - ამის შესახებ საზოგადოებას პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ "ინსტაგრამ სთორით" ამცნო. ულამაზესი წყვილი მედიაში სულ რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა და გიორგიმ მათი მოსალოდნელი ჯვრისწერაც დაანონსა.

წყვილის ჯვრისწერის ფოტოები "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მიაწოდეს.

როგორც ჩანს, მარიტა და გიორგი შეზღუდვების მოხსნას არ დაელოდნენ და ვიწრო წრეში ჯვირსწერა გადაწყვიტეს.

პატარძალს ულამაზესი თეთრი კაბა აცვია, ხელთათმანები და ფატა საოცრად უხდება. გიორგი კი შავ შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი.
წყვილს ჯვარი მამა პეტრე კოლხმა დაწერა. სტუმრებს შორის იყვნენ "პრაიმშოუს" წამყვანები - ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, გიორგი გილიგაშვილი, ასევე, თემურ თათარაშვილი, მაკა რაზმაძე
და სხვები.

მოდის ქესპერტმა დალი ჩიტალაძემ სავარაუდო ჯვრისწერის შესახებ ხალხს გუშინ აცნობა, თუმცა ასე მალე წყვილის შეუღლებას არავინ ელოდა.

გიორგის და მარიტას ორ-ორი მეჯვარე ჰყავთ, მსახიობმა თავის მეჯვარედ, ანრი ჯოხაძე და ნოე სულაბერიძე არჩია. იხილეთ სრულად...
"კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ფოტოები:




ამ ფოტოს კი ნინი ბადურაშვილი აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


იხილეთ ვიდეო:


24 იანვარი 2021 15:08
ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს მარიტა და გიორგი ამინ. ავტორს კი ვეტყვი,რომ "შარვალ-კოსტუმი" არ არსებობს. არის პიჯაკი და შარვალი რომლის ერთობლიობას ჰქვია კოსტუმი.
ლილუ
24 იანვარი 2021 12:47
ლამაზი წყვილია.
სოფო
23 იანვარი 2021 18:31
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?