23-01-2021
ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ჯვარს იწერენ, - ამის შესახებ საზოგადოებას პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ "ინსტაგრამ სთორით" ამცნო. ულამაზესი წყვილი მედიაში სულ რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა და გიორგიმ მათი მოსალოდნელი ჯვრისწერაც დაანონსა.წყვილის ჯვრისწერის ფოტოები "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მიაწოდეს.
როგორც ჩანს, მარიტა და გიორგი შეზღუდვების მოხსნას არ დაელოდნენ და ვიწრო წრეში ჯვირსწერა გადაწყვიტეს.
პატარძალს ულამაზესი თეთრი კაბა აცვია, ხელთათმანები და ფატა საოცრად უხდება. გიორგი კი შავ შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი.
მოდის ქესპერტმა დალი ჩიტალაძემ სავარაუდო ჯვრისწერის შესახებ ხალხს გუშინ აცნობა, თუმცა ასე მალე წყვილის შეუღლებას არავინ ელოდა.
გიორგის და მარიტას ორ-ორი მეჯვარე ჰყავთ, მსახიობმა თავის მეჯვარედ, ანრი ჯოხაძე და ნოე სულაბერიძე არჩია. იხილეთ სრულად...
"კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ფოტოები:


ამ ფოტოს კი ნინი ბადურაშვილი აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

იხილეთ ვიდეო: