რა ნივთები გაიღეს ქველმოქმედებისთვის ცნობილმა ვარსკვლავებმა - კვირის პალიტრა

რა ნივთები გაიღეს ქველმოქმედებისთვის ცნობილმა ვარსკვლავებმა

ბევრი ცნობილი ადამიანი ქველმოქმედების სხვადასხვა ხერხს მიმართავს.

თუმცა არსებობენ ვარსკვლავები, რომლებმაც სხვების დასახმარებლად მართლაც ორიგინალური არჩევანი გააკეთეს. ტანსაცმლის, ძვირად ღირებული ჩანთების თუ სხვა ნივთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი შესაძლოა, კეთილ განზრახვებს მოხმარდეს.

გულუხვმა ცნობილმა სახეებმა ამ გზით მიღებული თანხა COVID19–ის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დახარჯეს.

სკარლეტ იოჰანსონი

2008 წლის დეკემბერში, აშშ-ს თოქ შოუს მიმდინარეობისას მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს, რომელიც წუწუნებდა, რომ ძალიან სციოდა, წამყვანმა ჯეი ლენომ საჩუქრად ქსოვილი გადასცა. ამ ქსოვილს სკარლეტმა ორჯერ აკოცა, მისი პომადის კვალი დატოვა, შემდეგ ხელი მოაწერა და დატოვა.

მოგვიანებით ქსოვილი eBay-ზე დადეს და 5 300 დოლარად გაიყიდა. იოჰანსონმა მოითხოვა, რომ თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია USA Harvest-ისთვის გადაეცათ.

სერ ელტონ ჯონი და დევიდ ფურნიში

2009 წელს პოპვარსკვლავმა სერ ელტონ ჯონმა და დევიდ ფურნიშმა ლონდონის კოვენტ გარდენში გახსნეს pop-up მაღაზია, რათა ზოგიერთი შემსრულებლის ორიგინალური ტანსაცმელი გაყიდონ. ფურნიში მომხმარებლებს მაისურების, სათვალეების და ქამრების შერჩევაში ეხმარებოდა. მაღაზია ერთი კვირის განმავლობაში იყო გახსნილი. ნივთების ფასი 10 გირვანქა სტერლინგიდან (16 აშშ დოლარი) 2,000 ფუნტ სტერლინგამდე (3,3000 დოლარი) მერყეობდა. გაყიდული ტანისამოსისგან ელტონ ჯონმა 40,000 გირვანქა სტერლინგი (66 ათასი დოლარი) მიიღო და თანხა სრულად შიდსის ფონდში გადარიცხა.

გვინეტ პელთროუ

ჰოლივუდის მსახიობმა გვინეტ პელტროუმ 2009 წელს eBay- ზე გასაყიდად ათობით ძვირად ღირებული ნივთი დადო. მიზანი იყო საქველმოქმედო ფონდ "რობინ ჰუდისთვის" სოლიდური თანხის შეგროვება.

მსახიობმა გასაყიდად Chanel- ის ჩანთები, Jimmy Choo- ს ფეხსაცმელი, Armani- ს სათვალე, Valentino– ს პერსონალიზებული ჩანთა და უამრავი საინტერესო ნივთი გამოიტანა. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ზუსტი თანხა არ სახელდება, თუმცა მოგვიანებით საქველმოქმედო ფონდმა პელტროუს სოლიდური დახმარებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

კოლინ ფირტი

ბრიტანელმა მსახიობმა კოლინ ფირტმა ცნობილ აუქციონებს, რომლებიც უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონებს აწყობენ, უამრავი ფეხსაცმელი აჩუქა.

2011 წელს ის იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილი დონორი, როდესაც აუქციონს "ძველი ტყავის" ფეხსაცმელი გადასცა. ხოლო 2015 წელს გასაყიდად გაიტანა შავი ტყავის Tod brogues-ის ძვირფასი ფეხსაცმელი. აუქციონი ყოველწლიურად ტარდება, ბოლო შემთხვევაში ერთი ფეხსაცმლის მინიმალური ფასი 5,200 აშშ დოლარი იყო.

ქეტი პერი

2011 წელს იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, ქეთი პერიმ დასახმარებლად ერთ–ერთი რეკვიზიტი გაყიდა. ონლაინ აუქციონზე მომღერლის კექსის ფორმა, რომელიც კლიპში აცვია, 3000 აშშ დოლარზე მეტად გაიყიდა.

კეტი პერის დახმარებით, აუქციონზე გავიდა ელექტრონული მუსიკის დუეტ Daft Punk-ის ფერარი. ავტომობილი 40 ათას დოლარად გაიყიდა. - გააგრძელეთ კითხვა