გიორგი მახარაძეს მეორე შვილი შეეძინა
გიორგი მახარაძეს მეორე შვილი შეეძინა
მსახიობ გიორგი მახარაძეს  და მარიამ ნადირაძეს გოგონა შეეძინათ. სასიხარულო ამბავი გიორგის დედის "ფეისბუქიდან" გახდა ცნობილი.
თეო ჩივაძემ გაგუას კლინიკაში შვილთან და ახლობლებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მილოცვებმაც არ დააყოვნა.

"ჩივა გილოცავ......!!!უკვე ორგზის ბებიობას.....!!! ღმერთა ჯანმრთელი და ღვთისგან დალოცვილი გოგო გაგიზარდოთ...." - წერს გიორგის დედას ოჯახის ახლობელი.

გიორგი და მარიამ ნადირაძე წლებია ერთად არიან. მარიამი იყო მსახიობის გვერდით მაშინაც, როცა იგი მძიმე სენს ებრძოდა.

ინფორმაციისთვის, გიორგისთვის ახალშობილი პატარა მეორე შვილია, მას
ქალიშვილი ჰყავს მარიამ როინიშვილთან ქორწინებიდან.

წყარო