"წყვილი გრძნობებს აღარ მალავს" - რომელი ცნობილი ადამიანის ვაჟზეა შეყვარებული მაკა ასათიანის ულამაზესი დისშვილი - კვირის პალიტრა

"წყვილი გრძნობებს აღარ მალავს" - რომელი ცნობილი ადამიანის ვაჟზეა შეყვარებული მაკა ასათიანის ულამაზესი დისშვილი

სილამაზის ეტალონად წოდებული დიზაინერის, მაკა ასათიანის ოჯახის გარშემო საზოგადოების ინტერესი მუდმივად არსებობს. პოპულარული ოჯახის ერთ-ერთი წევრი მარიანა აჩბა მაკას უმცროსი დის, სალომე ასათიანის და ასტამურ აჩბას ერთადერთი ქალიშვილია, რომელსაც მედიაში "აფხაზ პრინცესადაც" მოიხსენიებენ.

მშვენიერი მარიანა წლებია პარიზში ცხოვრობს და სწავლობს. სწავლის პარალელურად მოდელობით არის დაკავებული და ცნობილი ქართველი დიზაინერის - ჯაბა დიასამიძის მუზა და ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.

ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიანა აჩბა "მაგთიკომის" დამფუძნებელ გია ჯოხთაბერიძის ვაჟზე, ირაკლი ჯოხთაბერიძეზე იყო შეყვარებული. წყვილის საერთო ფოტოები მაშინ ქართულ მედიაში არაერთხელ გამოქვეყნდა.

ამბობდნენ, რომ ჯოხთაბერიძეების ოჯახს ცნობილი სარძლო ძალიან მოსწონდა და თბილისური ბომონდი ქორწილსაც ელოდა, თუმცა ქორწილი არ შედგა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მარიანა აჩბას ახალი რჩეული ჰყავს და ის ცნობილი მუსიკოსის ნიაზ დიასამიძის და მსახიობ მაია გელოვანის ვაჟი, თემურიკო დიასამიძეა. თემურიკო საზოგადოების წინაშე დაახლოებით ერთი წლის წინ წარსდგა, როდესაც 2020 წლის თებერვალში ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი დიჯეის ამპლუაში დახურა.

"ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე ვუკრავ. ელექტრონული მუსიკის მოსმენა დავიწყე ოთხი წელია. ნიაზმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მუსიკით დაინტერესებაში. მინდა, ქართული ხალხური ინსტრუმენტები და ელექტრონული მუსიკა გავაერთიანო. გადაწყვეტილი არ მაქვს, რომ მუსიკოსი გამოვალ, მაგრამ ძალიან ვარ გატაცებული მუსიკით… მინდა, ჩემი სათქმელი ვთქვა ქართულ ელექტრონულ მუსიკაში..." - ამბობდა ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას ახალგაზრდა ხელოვანი.

მარიანა და თემურიკო რომ ერთად არიან, ამის შესახებ მათი საერთო ფოტოებიც მოწმობს. წყვილი როგორც ჩანს, გრძნობებს აღარ მალავს. მარიანამ "ინსტაგრამზე" შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო ცოტა ხნის წინ პირველად გამოაქვეყნა. მარიანასთან ერთად გადაღებული სურათი აქვს გამოქვეყნებული "ინსტაგრამზე" თემურიკოსაც. გაგრძელება