"ნეპტუნის პარკის" საოცრებანი... - კვირის პალიტრა

"ნეპტუნის პარკის" საოცრებანი...

ხელოვნური რიფების შესაქმნელად ბევრ ქვეყანაში ზღვაში ყრიან ტანკებსა და ძველ ვაგონებს და ამორტიზებულ გემებსაც ძირავენ. თუმცა ბოლო ხანს ამ მიზნით "მოდაში შემოვიდა" წყალქვეშა ქანდაკებები.

ბრიტანელი მხატვარი ჯეისონ დე კეირეს-ტეილორი ამ ქანდაკებებს ისეთი მასალით ამზადებს, რომელზეც მარჯნის პოლიპები აქტიურდ  სახლდებიან. ფლორიდის შტატის ქალაქ კი-ბისკეინის სანაპიროსთან გახსნილ წყალქვეშა "ნეპტუნის პარკს" კი შეძლებულ ადამიანებს უკვე სასაფლაოდ სთავაზობენ - ვისაც სურვილი ექნება, მათი ნეშტი რომელიმე აქაურ სკულპტურაში სამუდამოდ დაივანებს.