აირჩიე კუბო! - კვირის პალიტრა

აირჩიე კუბო!

პარიზში, სავაჭრო ცენტრ Caroussel du Louvre-ში  გაიხსნა "სიკვდილის სალონი", სადაც მსურველს საკუთარი დაკრძალვის ცერემონიისა და "მოდური კუბოს" შეკვეთა-მოზომებაც შეუძლია.

კუბოს ფასი 700-დან 12.000 ევრომდე მერყეობს. ყველაზე ძვირი ზვიგენის ტყავით დაფარული სამუდამო განსასვენებელია... გახსნისთანავე სალონმა 100-მდე შეკვეთა მიიღო. ბევრმა თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელმა უკვე გამოთქვა კუბოს წინასწარ შეკვეთის სურვილი.