გაზრდილი მოთხოვნა საღამოს კაბებზე და საერთო ჯამში 15%-მდე შემცირებული ექსპორტი - ასეთი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის ANOUKI 2020 წელი. მიუხედავად პანდემიისა, ბრენდმა უცხოეთში კიდევ ერთი ახალი სივრცე გახსნა, ამჯერად დუბაიში და ჯამში იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ANOUKI-ს ნაწარმი იყიდება, 20-მდე გაიზარდა.ანუკი არეშიძის ბრენდის სივრცე დუბაიში, Galeries Lafayette-ს სავაჭრო ცენტრში სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. როგორ ,,ბიზნესპრესნიუსს" ANOUKI-ს (ანუკი არეშიძის) ბრენდის გენერალურმა მენეჯერმა, ნინა ჭაბუკიანმა განუცხადა, პანდემიის პირობებში ექსპორტი მხოლოდ 10-15%-ით არის შემცირებული. მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული მთავარი რთული ეტაპი კომპანიამ უკვე გადალახა.,,პანდემიას გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ექსპორტის მიმართულებით, თუმცა ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ძირითადი მძიმე ეტაპი გავიარეთ და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და კოლექციების შექმნას. უხეშად რომ გითხრათ, რეალიზაციამ ჯამში ექსპორტის კუთხით 10-15 % ით დაიკლო. გააგრძელეთ კითხვა