"მოთხოვნა გაიზარდა გამოსასვლელ კაბებსა და საღამოს სამოსზე - ხალხს მოენატრა დღესასწაული" - როგორი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის 2020 წელი - კვირის პალიტრა

"მოთხოვნა გაიზარდა გამოსასვლელ კაბებსა და საღამოს სამოსზე - ხალხს მოენატრა დღესასწაული" - როგორი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის 2020 წელი

გაზრდილი მოთხოვნა საღამოს კაბებზე და საერთო ჯამში 15%-მდე შემცირებული ექსპორტი - ასეთი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის ANOUKI 2020 წელი. მიუხედავად პანდემიისა, ბრენდმა უცხოეთში კიდევ ერთი ახალი სივრცე გახსნა, ამჯერად დუბაიში და ჯამში იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ANOUKI-ს ნაწარმი იყიდება, 20-მდე გაიზარდა.

ანუკი არეშიძის ბრენდის სივრცე დუბაიში, Galeries Lafayette-ს სავაჭრო ცენტრში სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. როგორ ,,ბიზნესპრესნიუსს" ANOUKI-ს (ანუკი არეშიძის) ბრენდის გენერალურმა მენეჯერმა, ნინა ჭაბუკიანმა განუცხადა, პანდემიის პირობებში ექსპორტი მხოლოდ 10-15%-ით არის შემცირებული. მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული მთავარი რთული ეტაპი კომპანიამ უკვე გადალახა.

,,პანდემიას გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ექსპორტის მიმართულებით, თუმცა ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ძირითადი მძიმე ეტაპი გავიარეთ და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და კოლექციების შექმნას. უხეშად რომ გითხრათ, რეალიზაციამ ჯამში ექსპორტის კუთხით 10-15 % ით დაიკლო. გააგრძელეთ კითხვა