"უსასრულოდ მზარდი" რეკორდი? - კვირის პალიტრა

"უსასრულოდ მზარდი" რეკორდი?

გინესის რეკორდების მიხედვით, ამიერიდან ოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე მაღალი გოგონა 18 წლის ტაილანდელი მალი დუანგდია. მისი სიმაღლე 208 სმ-ია და 2 სმ-ით მაღალია ბრაზილიელ სილვა ელისონზე.

გოგონა 130 კგ-ს იწონის. მისი ზრდის მიზეზი 9 წლის ასაკში აღმოჩენილი თავის ტვინის სიმსივნეა, რომელმაც ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები გამოიწვია. ექიმების თქმით, არავინ იცის, დუანგდი რა სიმაღლისა გაიზრდება, რადგან მიუხედავად ზრდის შემაყოვნებელი ათასობით დოლარიანი ჰორმონული ინიექციებისა, სიმაღლეში მაინც მიდის.