მადონამ "ქოში უკუღმა ყარა..." - კვირის პალიტრა

მადონამ "ქოში უკუღმა ყარა..."

როცა ორი წლის წინ, აფრიკის ღარიბ ქვეყანაში, მალავიში, მადონამ პატარა დევიდ ბანდუ იშვილა, ადგილობრივ ბიუროკრატიასთან მოულოდნელად გვარიანი "ჭიდაობა" დასჭირდა.

მან მაშინ 14,5 მლნ დოლარიც გამოყო მალავიელი ობოლი და შიდსით დაავადებული გოგონებისთვის საქველმოქმედო სკოლის ასაშენებლად და სპეციალური ფონდის წარმომადგენლებს სკოლის პროექტი საზეიმოდ გადასცა.

ახლახან კი გასაკონტროლებლად” ჩასულს საძირკველიც არ დახვდა გაჭრილი, თურმე ფონდის თანამშრომლებმა 4 მლნ დოლარი თავისთვის ფუფუნების საგნების შეძენაში დახარჯეს. გააფთრებულმა სუპერვარსკვლავმა ყველა სამსახურიდან დაითხოვა და გამოაცხადა, რომ მშენებლობას თავად გააკონტროლებს... ვინც მადონას იცნობს, ამბობს, ამჯერად სკოლა უსათუოდ აშენდებაო.