48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო
48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო
"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი მე­დი­კო­სე­ბის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეს წესი უნდა და­ვიც­ვათ, მივ­ყვეთ ექი­მე­ბის რჩე­ვებს, რომ ჯან­მრთე­ლე­ბი ვი­ყოთ, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ეს რთუ­ლად გა­მოს­დის, მით უფრო, დღეს, რო­დე­საც პან­დე­მი­ამ ყვე­ლა სახ­ლში გა­მო­კე­ტა.

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე ერთ-ერ­თია, რო­მელ­მაც სწო­რედ პან­დე­მი­ის დროს რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის წესი - 35-წლი­ა­ნი "სტა­ჟის" მქო­ნე მწე­ველ­მა, სი­გა­რეტს თავი და­ა­ნე­ბა და ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით
იცხოვ­როს, რაც 48 წლის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ეს სა­ი­დუმ­ლო მან AMBEBI.GE-ს მკი­თხველს გა­უ­ზი­ა­რა:

- მსოფ­ლიო კი ლა­პა­რა­კობს ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­ზე და სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან სულ გვეს­მის, რომ კარ­გია ბევ­რი წყლის მი­ღე­ბა, მოძ­რა­ო­ბა, მაგ­რ
ამ სა­ნამ ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცებს სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მოც­დის, ყუ­რა­დღე­ბას ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ აქ­ცევს, რად­გა­ნაც ასეა მისი ბუ­ნე­ბა მო­წყო­ბი­ლი.

ჩემს თავ­ზე ვი­ტყვი: რო­გორც კი შე­მექ­მნა პრობ­ლე­მა, იმ წუ­თას მივ­მარ­თე ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს. თავი და­ვა­ნე­ბე ყვე­ლა­ზე ცუდ რა­ღა­ცას - სი­გა­რეტს, მაგ­რამ იქი­დან და­ი­წყო ჩემი კი­ლოგ­რა­მე­ბის მა­ტე­ბაც. 6 თვე­ში ზედ­მე­ტი 10 კილო და­ვაგ­რო­ვე...

რო­დე­საც სი­გა­რეტს ეწე­ვი, ვერ ხვდე­ბი რა შავ ლა­ქას­თან, ღრუ­ბელ­თან გაქვს საქ­მე. არ­სე­ბობს კარ­ცე­რო­გე­ნე­ბის რის­კე­ბი და ბევ­რი ცუდი რამ - ნე­გა­ტი­ვის მთე­ლი კას­კა­დია... მაგ­რამ სი­გა­რე­ტის გა­დაგ­დე­ბი­დან, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, მივ­ხვდი, რომ ჩემ­მა ყვე­ლა ორ­გა­ნომ, სის­ხლმა, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლამ, ნერ­ვულ­მა სის­ტე­მამ ახ­ლე­ბუ­რად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა. ახა­ლი სუნ­თქვა გა­მეხ­სნა, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. მა­ნამ­დე ორ­გა­ნიზმს ნი­კო­ტინ­თან ერ­თად უჭირ­და ჰარ­მო­ნი­ა­ში ყოფ­ნა, ეს მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გააგრძელეთ კითხვა
ვვაჰ!
09 თებერვალი 2021 21:28
ეს გოგო ვერ ხვდება, როგორი თმები უხდება? ვერ ხედავს განსხვავებას ამ სურათებში?

რუბრიკის სხვა სიახლეები