48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო - კვირის პალიტრა

48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

ჯანსაღი ცხოვრების წესი მედიკოსების მთავარი რეკომენდაციაა. ყველამ ვიცით, რომ ეს წესი უნდა დავიცვათ, მივყვეთ ექიმების რჩევებს, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, მაგრამ თანამედროვე ადამიანს ეს რთულად გამოსდის, მით უფრო, დღეს, როდესაც პანდემიამ ყველა სახლში გამოკეტა.

ნანიკო ხაზარაძე ერთ-ერთია, რომელმაც სწორედ პანდემიის დროს რადიკალურად შეცვალა ცხოვრების წესი - 35-წლიანი "სტაჟის" მქონე მწეველმა, სიგარეტს თავი დაანება და ცდილობს ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს, რაც 48 წლის ტელეწამყვანის გარეგნობაზეც აისახება.

როგორ ინარჩუნებს ფორმას ნანიკო ხაზარაძე, ეს საიდუმლო მან AMBEBI.GE-ს მკითხველს გაუზიარა:

- მსოფლიო კი ლაპარაკობს ცხოვრების ჯანსაღ წესზე და სხვადასხვა წყაროდან სულ გვესმის, რომ კარგია ბევრი წყლის მიღება, მოძრაობა, მაგრამ სანამ ადამიანი რაღაცებს საკუთარ თავზე არ გამოცდის, ყურადღებას ამ რეკომენდაციებს არ აქცევს, რადგანაც ასეა მისი ბუნება მოწყობილი.

ჩემს თავზე ვიტყვი: როგორც კი შემექმნა პრობლემა, იმ წუთას მივმართე ცხოვრების ჯანსაღ წესს. თავი დავანებე ყველაზე ცუდ რაღაცას - სიგარეტს, მაგრამ იქიდან დაიწყო ჩემი კილოგრამების მატებაც. 6 თვეში ზედმეტი 10 კილო დავაგროვე...

როდესაც სიგარეტს ეწევი, ვერ ხვდები რა შავ ლაქასთან, ღრუბელთან გაქვს საქმე. არსებობს კარცეროგენების რისკები და ბევრი ცუდი რამ - ნეგატივის მთელი კასკადია... მაგრამ სიგარეტის გადაგდებიდან, რამდენიმე თვეში, მივხვდი, რომ ჩემმა ყველა ორგანომ, სისხლმა, ნივთიერებათა ცვლამ, ნერვულმა სისტემამ ახლებურად დაიწყო ცხოვრება. ახალი სუნთქვა გამეხსნა, ახალი ცხოვრება დავიწყე. მანამდე ორგანიზმს ნიკოტინთან ერთად უჭირდა ჰარმონიაში ყოფნა, ეს მისთვის შეუძლებელი იყო. გააგრძელეთ კითხვა