როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე განთავსდება - იხილეთ ფოტოები - კვირის პალიტრა

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე განთავსდება - იხილეთ ფოტოები

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია და თუ ყველაფერ გეგმის მიხედვით განხორციელდა, რეკრეაციული ზონა 2022 წლის ზაფხულისთვის პირველი სტუმრების მიღებას შეძლებს.

პროექტზე ჰოლანდიური კომპანია LAP მუშაობს, რომელმაც 2020 წლის დასაწყისში დიზაინის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და ჩვენი დედაქალაქის ცენტრალური პარკის მოწყობის უფლება მოიპოვა. LAPის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღის განმავლობაში პარკი 10 000-დან 15 000-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს.

"ჩვენი მიზანია განვავითაროთ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მიმზიდველი დასასვენებელი ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ განტვირთვას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობებში“, - ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ცენტრალური პარკის კონცეფცია

ვინაიდან, ეს არის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, კომპანია გეგმის მიხედვით, ცენტრალური პარკის მოწყობისას ისტორიული კონცეპტი შენარჩუნდება. ვიზიტორების სავალი მთავარი ბილიკი წრიული ფორმის იქნება. ეს ბილიკი სტუმარს მთელ პარკს შემოატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალურ ბილიკს კი შეუერთდება სხვადასხვა პატარ-პატარა ბილიკი, რომლებიც პარკის ამა თუ იმ ზონაში მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.

პარკი ყველასთვის

სტრუქტურულად თბილისის ცენტრალური პარკი იმგვარად იქნება მოწყობილი, რომ მან უპასუხოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებსა და სურვილებს. ამ მიზნის მისაღწევად კი იგეგმება მოქნილი, ფუნქციურად მრავალფეროვანი ზონების შექმნა. სწორედ ამ მიზნით კომპანიის წარმომადგენლები სწავლობენ საზოგადოების საჭიროებებს.  იხილეთ სრულად