"მოძრავი კადრის დანახვაზე ხალხი ფეხზე წამოხტა და გიჟივით გავარდა გარეთ"
"მოძრავი კადრის დანახვაზე ხალხი ფეხზე წამოხტა და გიჟივით გავარდა გარეთ"
მსოფლიო ისტორიაში ბევრი გარდამტეხი მოვლენა არსებობს მათ შორის ერთ-ერთი, წლების წინ ძმები ლუმიერების გამოჩენა იყო, რომლებმაც პატარა ოთახში დაწყებული საქმიანობით მსოფლიოს გენიალური გამოგონება - კინო აჩუქეს და მოძრავ კადრად შექმნილი გვირაბიდან გამოსული მატარებლით ყველაფერი შეცვალეს.

1870 წელს ანტუან ლუმიერმა - ოჯახის უფროსმა, თავისი შვილების ბედნიერი მომავლისთვის საფრანგეთის აღმოსავლეთ საზღვარი დატოვა და ოჯახით საცხოვრებლად ლიონში გადავიდა. სახლში ფოტოაპარატის ფირების პატარა ბიზნესი წამოიწყო და ლიონში ახალი ცხოვრების დასაწყებად მოემზადა. ანტუანს ორი ვაჟი
ჰყავდა - ლუი და აუგუსტი, ლეგენდარული ლუმიერები, რომლებიც ბავშვობიდან ვაჭრობასა და ფოტოაპარატების გარემოცვაში იზრდებოდნენ. 1881 წელს ერთ-ერთი ძმა ლუი ფოტოაპარატის ფირებით დაინტერესდა და მამის ბიზნესში ცოტა უფრო სერიოზულად ჩაება.

იმ დროს, მსოფლიოში ეგრეთ წოდებული "მშრალი" ფოტოგრაფიული ფირები ახალი შემოსული იყო, "მშრალამდე" კი საზოგადოებას "სველი" ფირები
ჰქონდა, 17 წლის ბიჭმა ფირები დეტალურად შეისწავლა, ბნელ ოთახში თითოეული ფირის გამოყენება ისწავლა და "მშრალი ფირები" განავითარა. პატარა ბიჭის ინტერესმა მალე დიდი ცვლილებები მოახდინა. 1890 წელს ლუმიერების ოჯახმა იმ დროისთვის პირველი ფოტოგრაფიული ქარხანა გახსნა.

ქალაქში ცნობილი ქარხნის მეპატრონე, ლუმიერების ოჯახის მთავარი წევრი - ანტუანი 1894 წელს ტომას ედისონის და უილიამ დისკონის მიერ მოწყობილ გამოფენაზე მიიწვიეს, სადაც ანტუანმა პირველად ნახა ახალი გამოგონება კინოპროექტორი. კინოპროექტორი ერთ ადამიანს აჩვენებდა, კადრი არ იცვლებოდა, ხვრელიდან გამოსული სინათლე თეთრ ტილოზე სურათს გამოსახავდა. სახლში დაბრუნებული ანტუანი შვილებს დაელაპარაკა, ლუი და აუგუსტ ლუმიერებმა კინოს გადასაღებად მოწყობილობის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი.

დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო, ერთი წლის თავზე ლუმიერებმა კინოპროექტორი დააპატენტეს. ახალი გამოგონება "კინემატოგრაფი", შეიძლება მას "კინოპროექტორიც" ეწოდოს, წამში 46 ჩარჩოს იცვლიდა და წყვეტდა მუშაობას. მოწყობილობა მსუბუქი და სატარებლად მოსახერხებელი იყო. კადრის გამოცვლა და ფილმის გადაღება მხოლოდ სტუდიაში იყო შესაძლებელი.

1895 წელს ლუმიერებმა საცდელი კონოჩვენება მოაწყვეს, საზოგადოებამ არ იცოდა რა იყო კინო, თუმცა სანახაობა მაინც არავინ გამოტოვა, "გრანდ კაფეში" ლუმიერებმა ხალხს რამდენიმე კადრი უჩვენეს, თუ როგორ გამოდიოდნენ მუშები ლუმიერების ქარხნიდან. 50 წამიანი ფილმი შთამბეჭდავი იყო, თუმცა ეს პატარა ნაგლეჯი ისტრორიაში გარდამტეხ მომენტად ვერ ჩაიწერა.

1895 წელს 28 დეკემბერს ქალაქში შავ-თეთრი პოსტერები გაჩნდა, ლუმიერები ხალხს ახლა უკვე კინოჩვენებაზე ეპატიჟებოდნენ, ბილეთის ფასი მინიმალური იყო. ფილმის საჩვენებლად პატარა ოთახში ჩამოკიდებული თეთრი ტილო, კინომატოგრაფი და სკამები საკმარისი აღმოჩნდა. ბიჭებს ხალხისთვის სრულიად უცხო, ახალი რამ უნდა ეჩვენებინათ, თან ისეთი შთაბეჭდილება მოეხდინათ, რომ ქალაქში ყველას კინოზე ელაპარაკა.

დაიწყო ფილმი, მატარებელი გვირაბიდან გამოვიდა, სადგურს მიუახლოვდა და ჩაიქროლა, მოძრავი კადრის დანახვაზე ხალხი ფეხზე წამოხტა და გიჟივით გავარდა გარეთ, საზოგადოებას ეგონა, მატარებელი რეალური იყო, მათ დაეჯახებოდა და "თავს უშველეს". ლუმიერების წამოწყებამ გაამართლა, კინომ ხალხზე შტაბეჭდილება მოახდინა. ქალქში ყველა ამაზე სუბრობდა.

კინოჩვენების დღეს, ადგილობრივმა გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ლუმიერებმა პირველად ისაუბრეს თავიანთ წარმატებასა და მსოფლიოში კინოს ხანის დაწყებაზე:

"ჩვენ უკვე ჩავწერეთ და განვავითარეთ ჩვენი ახალი გამოგონება, შევქმენით მოწყობილობა და დღეიდან, შეგვიძლია ჩავიწეროთ ის ცხოვრება, რომელსაც ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი წასვლის შემდეგ ნახავენ" - საუბრობდნენ ძმები ინტერვიუში.

1896 წელს ლუმიერებმა ლონდონში პირველი კინემატოგრაფიის თეატრი გახსნეს, შემდეგ, ბელგიასა და ნიუ-იორკს მოედვნენ და 40-ზე მეტი ფილმის ჩვენება გამართეს. ფილმებს ძმები საფრანგეთში ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე იღებდნენ, თუ როგორ აჭმევდა ბავშვი აკვარიუმში თევზს და როგორ მუშაობდნენ მუშები. ძალიან მალე, კინო მსოფლიომ გაიცნო, ახალი გამოგონება ყველას ხიბლავდა, კადრებად მოყოლილი ამბავი საინტერესო სანახავი იყო. ლუმიერებმა ამ პატარა გამოგონებით ისტორიაში თავი დაიმკვიდრეს, კულტურა შეცვალეს და საზოგადოებას გენიალური გამოგონება - კინო აჩუქეს.

(სპეციალურად საიტისთვის)
gogia
14 თებერვალი 2021 20:03
ეს ძველია თქვენ ახალი თქვით რამე,თუთიყუშობანას ნუ დაიწყებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები