"ვერ ვიგებდი თუ რატომ ვეზიზღებოდი ფორდს ასე ძლიერ, ცუდიც კი არასდროს მისურვებია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი გავიგე"
"ვერ ვიგებდი თუ რატომ ვეზიზღებოდი ფორდს ასე ძლიერ, ცუდიც კი არასდროს მისურვებია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი გავიგე"
წითელი, ხშირი თმით, დიდი, ლამაზი თვალებითა და ეშხიანი ღიმილით ირლანდიელი კინომსახიობი მორინ ოჰარა გადასაღებ მოედანზე ხალხის ყურადღებას მაშინვე იპყრობდა. ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა. წარმატებული კარიერის მიღმა კი სასიყვარულო დრამებში ხშირად ეხვეოდა და რეჟიოსრებთან და მსახიობებთან რომანს ყოველთვის მალავდა.

ირლანდიელი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ულამაზესი მორინ ოჰარა 1920 წელს საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. ყურადღების ცენტრში ყოფნას ბავშვობიდან იყო მიჩვეული. 10 წლიდან თეატრში სხვადასხვა დადგმაში მონაწილეობდა, 17 წლიდან მორინმა კინოინდუსტრიაში სცადა ბედი.
19 წლის ასაკში ოჰარას პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა, მორინი თავისი წითელი თმებითა და მომხიბვლელი ღიმილით ხალხს და განსაკუთრებით მამაკაცებს, თავს მარტივად ამახსოვრებდა.

ლამაზმანი 19 წლის ასაკში პირველად გათხოვდა, მისი რჩეული ინგლისელი ჯორჯ ბრაუნი იყო. კინოპროდიუსერს მორინი გადასაღებ მოედანზე შეხვდა, როდესაც ჰოლივუდში ფილმი "იამაიკა ინნ" იქმნებოდა.
ჯორჯმა და მორინმა ბრიტანეთში, წმინდა პავლეს ეკლესიაში იქორწინეს. რამდენიმე თვეში მორინს მოსწყინდა დამალული სიყვარული და იმავე წელს წყვილმა ჰოლივუდს თავიანთი სიყვარულის ისტორია გაუმხილა. მორინი და ჯორჯი გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდნენ, თუმცა ერთ დღეს მორინი ადგა, ჯორჯი მიატოვა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა, 1941 წელს ქორწინება ოფიციალურად დამთავრდა. ჯორჯს ამ ამბავმა დიდი ტკივილი მიაყენა, მორინი კი იმავე წელს მეორედ გათხოვდა.

ჯორჯის დატოვების შემდეგ მორინის მეორედ გაბედნიერებას ასე მალე არავინ ელოდა, თუმცა 1941 წელს გადასაღებ მოედანზე მორინი ვილიამ ჰიუსტონ პრაისს შეხვდა, როდესაც ჰოლივუდში ფილმ "ნოტრდამს" იღებდნენ. ვილიამი წითელთმიანი ლამაზმანით მაშინვე მოიხიბლა და 1941 წელს ცოლობაც სთხოვა. მორინი მეორედ დაუფიქრებლად გათხოვდა. გათხოვებიდან ძალიან მალე ოჰარამ ვილიამის ალკოჰოლისკენ ძლიერი მიდრეკილება შენიშნა, ვილიამი გაუჩერებლად, კვირების განმავლობაში სვამდა თაფლობისთვიდან დაბრუნებული მსახიობი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და მეორედ გათხოვება იჩქარა.

"მაშინ ვიფიქრე, რომ არასწორად მოვიქეცი, ჩემს თავს ვუთხარი, ეს რა საშინელება ჩაიდინე მეთქი" - გაიხსენა ერთ-ერთ ინტერვიუში ოჰარამ.

1944 წელს მორინს ვილიამთან ქალიშვილი ბრონვინი შეეძინა, მორინს პრაისთან გაშორება უნდოდა, ალკოჰოლიკი ქმრის გვერდით ყოფნა უმძიმდა, თუმცა კათოლიკური რწმენა და უკვე დაშვებული შეცდომა ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლიდა. ამ ფიქრებით მსახიობმა რამდენიმე წელი იცხოვრა, თუმცა პრაისის ალკოჰოლზე ძლიერ დამოკიდებულებას ვეღარ გაუძლო და 1951 წელს მეორე ქორწინება განშორებით დაამთავრა. პრაისმა საყვარელ ქალს და ყოფილ მეუღლეს ქორწინების იუბილეზე ლოს-ანჯელესის უზარმაზარი სახლი აჩუქა.

დაშორებიდან რამდენიმე წელი ოჰარა ურთიერთობებისგან თავს იკავებდა, თითქოს ეშინოდა ყველა იმ ტკივილის გამეორების, რომელიც მეორე ქორწინების დროს გამოიარა. 1953-1967 წლებში ოჰარას ენრიკე პარასთან ჰქონდა რომანი. ენრიკე შემოსავლიანი მექსიკელი პოლიტიკოსი და ბანკირი იყო, ოჰარა და ენრიკე ერთმანეთს რესტორნაში შეხვდნენ მექსიკაში. მორინმა პოლიტიკოსის დახმარებით ესპანური ისწავლა და თავის შვილთან ერთად მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მსახიობმა ქალიშვილი იქაურ სკოლაშიც შეიყვანა. როგორც ამბობდნენ, მექსიკელ ბანკირს თავისი მოთხოვნები ჰქონდა და მორინს ურთიერთობაში წესების დაცვა მოეთხოვებოდა. 1967 წელს მორინმა მექსიკა დატოვა და ენრიკესთან ურთიერთობა დაასრულა.

1968 წელს მორინი მესამედ გათხოვდა, მესამე ქორწინება მშვენიერი მსახიობისთვის საბოლოო აღმოჩნდა, მისი რჩეული მასზე 11 წლით უფროსი ჩარლზ ეფ ბლეირი იყო. ჩარლზი ამერიკის საჰაერო ძალებში მსახურობდა, წლების განმავლობაში პოლოტად მუშაობდა, თუმცა ცოლის მოყვანის შემდეგ სამსახურს თავი დაანება და საკუთარი ბიზნესის კეთება დაიწყო, ამაში მორინიც ეხმარებოდა, როლებზე უარს ამბობდა და კარგი ცოლის როლის გარდა დიასახლისობას ითავსებდა. 1978 წელს მორინის ბოლო სიყვარული, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

1978 წელს, მეუღლის გარდაცვალებიდან მალევე, მსახიობს საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მთელი საშვილოსნო ამოკვეთეს. მორინმა სიმსივნე დაამარცხა და მსახიობობა მცირე დოზით, თუმცა მაინც განაგრძო.

კინოინდუსტრიის ისტორიაში, არც ისე ბევრი სასიყვარულო წერილი არსებობს, თუმცა თუ გავიხსენებთ, მათ შორის რამდენიმე წერილი მორინ ოჰარასა და ჯონ ფორდს ეკუთვნის. ჯონი მორინზე ასაკით უფროსი, გამოცდილი რეჟისორი იყო, რომელიც უმშვენიერეს მსახიობთან ერთად სხვადასხვა ფილმზე მუშაობდა. ჯონი გენიალურ შედევრებს ჰქმნიდა, ამ შედევრების გაცოცხლებაში კი მორინი ეხმარებოდა. თუმცა კინოს გადაღებისა და რეპეტიციების მიღმა მსახიობების გუნდს ფორდისა და მორინის გაუჩერებელი კამათის მოსმენა უწევდათ. ფორდი სასტიკად ექცეოდა მსახიობს, ყოველთვის უყვიროდა, საზოგადოების წინაშე ამცირებდა და უმიზეზოდ შენიშვნებს აძლევდა.

ფორდის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა მრავალწლიანი ჩხუბის მიზეზი უეცრად ნაპოვნი წერილებით ამოხსნეს. მათ რეჟისორის წიგნაკი იპოვეს, სადაც მორინისთვის დაწერილი გასაგზავნი სასიყვარულო წერილები ნახეს. ფორდს მორინი გაგიჟებით უყვარდა, თავის სიყვარულს კი ბრაზით გამოხატავდა და არავის ანახებდა რას მალავდა გულში. ჯონი წერდა, წერილები კი გაუგზავნელი რჩებოდა.

"ოჰ მორინ, ჩემო საყვარელო, როგორ ძლიერ მიყვარხარ. შენი სახე ჩემს ოცნებებში მელანდება" - წერდა ჯონ ფორდი.

"წლები ვერ ვიგებდი თუ რატომ ვეზიზღებოდი ფორდს ასე ძლიერ, მისთვის ცუდიც კი არასდროს არაფერი მისურვებია, არ მესმოდა არასწორად რას ვაკეთებდი, ხშირად უმიზეზოდ მეჩხუბებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი გავიგე, გავიაზრე, რომ ფორდს საერთოდ არ ვეზიზღებოდი, მას ვუყვარდი, ძალიან ვუყვარდი და ამ სიყვარულის დასამალად იქცეოდა ასე" - თქვა მორინმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ ამბის შემდეგ ოჰარას ცხოვრებაში არავინ გამოჩენილმა. მსახიობმა სამი ქორწინებისა და ჯონ ფორდის წერილების შემდეგ საბოლოოდ დაამთავრა სასიყვარულო ცხოვრება. ოჰარა თავის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ხშირად საუბრობდა და იმასაც აღნიშნავდა რომ ურთიერთობებში არასდროს უმართლებდა. ყველა მისი ქორწინება და პირადი ცხოვრება ტრაგედიითა და სკანდალით მთავრებოდა.

ათწლეულების შემდეგ, ოჰარამ ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, სადაც ყველა ქორწინება, რომანი, გრძნობები და ტრაგედიით სავსე ისტორიები გადმოსცა. 2015 წელს 95 წლის ასაკში აიდაჰოს შტატში, მორინი მოულოდნელად ძილში გარდაიცვალა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)

თამაზი
28 თებერვალი 2021 12:38
ვერ შეეწყო კი არადა უნდოდა და რა ექნა
ეთო
27 თებერვალი 2021 17:57
ამიტომაა კარგი ბევრი კაცები გყავდეს! დაჯდები მერე და წიგნს დაწერ, მოროსკინასავით! რაც კაცებიდან ვერ ამოღე, წიგნიდან ამოიღებ!
ი.ნ.
27 თებერვალი 2021 17:54
ამ '' ქვეტექსტებიან'' ისტორიებს 'კარგად' კი არჩევთ. მაგარ საქმეში ხართ,''ფსიხალოგები.'' დდ

რუბრიკის სხვა სიახლეები