"ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე მათთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
"ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე მათთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
დღეს მთა­ვარ ინ­ტრი­გად რჩე­ბა ის სა­კი­თხი, მარ­თლა წა­ვი­და თუ არა პო­ლი­ტი­კი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. არ­სე­ბობს მით­ქმა-მოთ­ქმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ მათი ოჯა­ხი ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­და­დის, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა აქვს. სულ ახ­ლა­ხან, 18 თე­ბერ­ვალს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 65 წელი შე­უს­რულ­და.

AMBEBI.GE ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის მე­გო­ბარს, ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლეს ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას არ აპი­რებს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ვე­ბენ...

- არა, აქ
არი­ან და წას­ვლას არ­სად აპი­რე­ბენ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვე­სა­უბ­რე, ორი­ვეს - მა­საც და ეკა­საც მი­ვუ­ლო­ცე.

- ანუ და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ ყო­ფილ­ხართ?
- არა, არ ვყო­ფილ­ვარ, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის.

- ამ­ჟა­მად სად არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი?

- კო­ვი­დის გამო ისი­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათ ვერც
მე და ვერც ვე­რა­ვინ ნა­ხუ­ლობს. რაც ეს პან­დე­მია და­ი­წყო, ისი­ნი არ მი­ნა­ხავს. არც მე გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან, ვი­ნა­ი­დან რისკ-ფაქ­ტორ ჯგუფ­ში შე­ვიდ­ვარ. რა­ღაც პე­რი­ო­დი, მათ ვერ ვნა­ხავ, თუმ­ცა სულ მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და ვიცი, რომ კარ­გად არი­ან. ერთი კვი­რის წინ, მათი ოჯა­ხი თბი­ლის­ში იყო. შე­იძ­ლე­ბა ახლა აბას­თუ­მან­ში არი­ან, მაგ­რამ ვფიქ­რობ, თბი­ლის­ში არი­ან. იცით, არც მი­კი­თხავს, ტე­ლე­ფო­ნით ამა­ზე არც ვსა­უბ­რობთ.

- საფ­რან­გეთ­ში წას­ვლას აპი­რე­ბე­ნო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია...
- არა, ღმერ­თო ჩემო, რე­ებს ბო­დავს ეს ხალ­ხი. საფ­რან­გეთ­ში მათ დიდი ხა­ნია სახ­ლიც აქვთ, მი­წაც, ქო­ნე­ბაც და აქამ­დე არ წა­სუ­ლან.

- მათ აბას­თუმ­ნის ან კვა­რი­ა­თის სახ­ლში ყო­ფილ­ხართ?

- რა­ღაც გა­და­ცე­მებს ამ­ზა­დე­ბენ და სა­სახ­ლე­ებ­ზე მი­თებს ავ­რცე­ლე­ბენ. თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­და­ზე, სახ­ლი, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ, საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და უბ­რა­ლოა. ისი­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სახ­ლე­ბი რა­ტომ არ უნდა ჰქონ­დეთ? მინ­და გი­თხრათ, რომ ბევ­რს მათ­ზე უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და ქო­ნე­ბა აქვს, უფრო მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ. შიგ­ნით რომ შეხ­ვალთ, ასე­თი სადა, უბ­რა­ლო და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი გა­რე­მოა...

- მათი აზრი თუ იცით იმ გა­და­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მათ­ზე ვრცელ­დე­ბა?

- იცით, ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იცავ­და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მას ლან­ძღავ­და. მას აუ­გად არა­ვინ მო­უხ­სე­ნი­ე­ბია, პი­რი­ქით, ყვე­ლას მი­მართ არის თა­ნაგ­რძნო­ბით და ყვე­ლა­ზე კარ­გად, დე­ტა­ლუ­რად იცის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­ჭირ­ვე­ბა. ამ ურა­პატ­რი­ო­ტი ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კე­ბის ჯგუ­ფებ­მა ტვი­ნი წა­ი­ღეს, კრი­ზი­სი­აო. კრი­ზი­სი მათ ტვი­ნებ­ში აქვთ. არ მინ­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ გავ­ბრაზ­დი... ეს 50 კაცი მარ­თლა რუ­სე­თის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს მა­შინ, როცა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს და ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ. სა­ოც­რე­ბე­ბი ხდე­ბა...

მიშა და ბი­ძა­მი­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ცნო­ბი­ლი კე-გე-ბე-ს აგენ­ტე­ბი არი­ან და ახლა სრუ­ლი­ად რუ­სე­თის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლე­ბენ, რუ­სებს და მი­შას უნ­დათ ამ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა, სხვას არა­ვის! ჩემი ინ­ტე­რე­სია ჩემი ქვე­ყა­ნა და სიმ­შვი­დე ამ ქვე­ყა­ნა­ში. თუ შე­დი­ან, შე­ეთ­რი­ონ ამ პარ­ლა­მენ­ტში. ძა­ლი­ა­ნაც არ მინ­და მათი ის­ტე­რი­კე­ბის მოს­მე­ნა და ატა­ნა, მაგ­რამ როცა ჩემს ქვე­ყა­ნას ასე სჭირ­დე­ბა, ამა­ზეც თა­ნახ­მა ვარ. კე-გე-ბე-ს პირ­ვე­ლი სლო­გა­ნი იყო: და­აბ­რა­ლე სხვას ის, რაც ხარ შენ. რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ვინ ას­ხამს წყალს, ეს აშ­კა­რაა. გაგრძელება

დამკვირვებელი
23 თებერვალი 2021 19:03
რად უნდა დაბადების დღე. ყოველი დღე მისი დღეობა არაა?! საქმე გამოგლევიათ!
23 თებერვალი 2021 14:07
გილოცავთ დაბადების დღეს, დიდხანს ბედნიერ უშფოთველ ცხოვრებას გისურვებთ.
კახელი
22 თებერვალი 2021 15:51
ნეტავი იმას ვისაცა მადლიერი ყავს სამშობლო" გაიხარეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები