"ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე მათთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და­ბა­დე­ბის დღეს არას­დროს იხ­დის" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე მათთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

დღეს მთავარ ინტრიგად რჩება ის საკითხი, მართლა წავიდა თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი. არსებობს მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მათი ოჯახი ტოვებს საქართველოს და საცხოვრებლად საფრანგეთში გადადის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე საცხოვრებელი ბინა აქვს. სულ ახლახან, 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილს 65 წელი შეუსრულდა.

AMBEBI.GE ეკატერინე ხვედელიძის მეგობარს, ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს ეკა ჭიჭინაძეს ესაუბრა, რომელიც გვეუბნება, რომ ოჯახი საქართველოდან წასვლას არ აპირებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილები საქართველოს ტოვებენ...

- არა, აქ არიან და წასვლას არსად აპირებენ. ბატონი ბიძინას დაბადების დღეზე ვესაუბრე, ორივეს - მასაც და ეკასაც მივულოცე.

- ანუ დაბადების დღეზე არ ყოფილხართ?

- არა, არ ვყოფილვარ, ბატონი ბიძინა დაბადების დღეს არასდროს იხდის.

- ამჟამად სად არიან ივანიშვილები?

- კოვიდის გამო ისინი იზოლირებულები არიან, მათ ვერც მე და ვერც ვერავინ ნახულობს. რაც ეს პანდემია დაიწყო, ისინი არ მინახავს. არც მე გავდივარ სახლიდან, ვინაიდან რისკ-ფაქტორ ჯგუფში შევიდვარ. რაღაც პერიოდი, მათ ვერ ვნახავ, თუმცა სულ მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ კარგად არიან. ერთი კვირის წინ, მათი ოჯახი თბილისში იყო. შეიძლება ახლა აბასთუმანში არიან, მაგრამ ვფიქრობ, თბილისში არიან. იცით, არც მიკითხავს, ტელეფონით ამაზე არც ვსაუბრობთ.

- საფრანგეთში წასვლას აპირებენო, გავრცელდა ინფორმაცია...

- არა, ღმერთო ჩემო, რეებს ბოდავს ეს ხალხი. საფრანგეთში მათ დიდი ხანია სახლიც აქვთ, მიწაც, ქონებაც და აქამდე არ წასულან.

- მათ აბასთუმნის ან კვარიათის სახლში ყოფილხართ?

- რაღაც გადაცემებს ამზადებენ და სასახლეებზე მითებს ავრცელებენ. თბილისში, მთაწმინდაზე, სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ, საკმაოდ მოკრძალებული და უბრალოა. ისინი მოკრძალებული ადამიანები არიან. სახლები რატომ არ უნდა ჰქონდეთ? მინდა გითხრათ, რომ ბევრს მათზე უკეთესი მდგომარეობა და ქონება აქვს, უფრო მდიდრულად ცხოვრობენ. შიგნით რომ შეხვალთ, ასეთი სადა, უბრალო და მოკრძალებული გარემოა...

- მათი აზრი თუ იცით იმ გადაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც მათზე ვრცელდება?

- იცით, ივანიშვილი ყოველთვის იცავდა იმ ადამიანებს, ვინც მას ლანძღავდა. მას აუგად არავინ მოუხსენიებია, პირიქით, ყველას მიმართ არის თანაგრძნობით და ყველაზე კარგად, დეტალურად იცის ქართველი ხალხის მდგომარეობა და გაჭირვება. ამ ურაპატრიოტი ნეობოლშევიკების ჯგუფებმა ტვინი წაიღეს, კრიზისიაო. კრიზისი მათ ტვინებში აქვთ. არ მინდოდა პოლიტიკაში გადავსულიყავი, მაგრამ გავბრაზდი... ეს 50 კაცი მართლა რუსეთის დაკვეთას ასრულებს მაშინ, როცა გეოპოლიტიკურად საშინელი მდგომარეობა გვაქვს და ბეწვის ხიდზე გავდივართ. საოცრებები ხდება...

მიშა და ბიძამისი ჩვეულებრივი და ცნობილი კე-გე-ბე-ს აგენტები არიან და ახლა სრულიად რუსეთის დაკვეთას ასრულებენ, რუსებს და მიშას უნდათ ამ ქვეყანაში არეულობა, სხვას არავის! ჩემი ინტერესია ჩემი ქვეყანა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში. თუ შედიან, შეეთრიონ ამ პარლამენტში. ძალიანაც არ მინდა მათი ისტერიკების მოსმენა და ატანა, მაგრამ როცა ჩემს ქვეყანას ასე სჭირდება, ამაზეც თანახმა ვარ. კე-გე-ბე-ს პირველი სლოგანი იყო: დააბრალე სხვას ის, რაც ხარ შენ. რუსეთის წისქვილზე ვინ ასხამს წყალს, ეს აშკარაა. გაგრძელება