სოფიკო შევარდნაძე ორსულადაა - 42 წლის ტელეწამყვანის მოულოდნელი აღიარება - კვირის პალიტრა

სოფიკო შევარდნაძე ორსულადაა - 42 წლის ტელეწამყვანის მოულოდნელი აღიარება

42 წლის სოფიკო შევარდნაძე ორსულად არის. ამის შესახებ ტელეარხი "ტატლერ-ბატლერი" იუწყება.

21 თებერვალს სოფიკომ მონაწილეობა მიიღო იან იანოვსკის ბლოგში "ვარ თუ არა კარგი დედა" და სწორედ იქ გააკეთა მოულოდნელი აღიარება.

თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი სოფიკოს არ უყვარს, ამიტომ მეტი დეტალი არ არის ცნობილი. თავის ინსტაგრამგვერდზეც კი არ დაუწერია ჯერ ეს ამბავი.

ტელეწამყვანს სხვადასხვა დროს მიაწერდნენ რომანებს ცნობილ ადამიანებთან, 21 წლისა გათხოვებასაც აპირებდა, თუმცა ნიშნობა ჩაშალა.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ უჭირს შესაფერისი ადამიანის პოვნა, რადგან ისეთი იდეალური მამაკაცების მაგალითები აქვს, როგორებიც არიან მისი მამა და ბაბუა.

mshoblebi.ge