"ბავშვობიდან პანიკური შეტევები მტანჯავდა" - ოთხი შვილის დედამ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

"ბავშვობიდან პანიკური შეტევები მტანჯავდა" - ოთხი შვილის დედამ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

ოთხი შვილის დედამ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

შოტლანდიელი ახალგაზრდა ქალი სიმსივნესთან ბრძოლის მიუხედავად, სილამაზის დედოფალი გახდა. ამის შესახებ Daily Star წერს.

4 წლის წინ 25 წლის სტეფანი გილანს ძვლის კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს - ნეიროფიბროსარკომა. იმავე კვირაში მისი მეუღლე რობერტი სატვირთო მანქანამ გაიტანა.

"ნებისმიერი 25 წლის ქალისთვის წარმოუდგენელი უბედურებაა, როცა სასიკვდილოდ ავად ხარ, მეუღლე ხელიდან გეცლება და შენს სამ შვილზე უნდა იზრუნო, რომლებმაც შეიძლება ცოტა ხანში მეორე მშობელიც დაკარგონ. აი, ასეთი ჯოჯოხეთი დატრიალდა ჩემს თავს" - ამბობს სტეფანი, თუმცა ასეთი მძიმე ყოფის მიუხედავად ცოლიც და ქმარიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

"ჩემი სიმსივნე ძალიან იშვიათია თუმცა მკურნალობას დაექვემდებარა. მან მაინც მოასწრო ძვლების დაზიანება და მეტასტაზები ფილტვებშიც გავრცელდა" - ამბობს ის.

რობერტმაც თანდათან დაძლია მიღებული ტრავმები, თუმცა ოჯახის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გაჯანსაღებულა. ამის მიუხედავად, სტეფანიმ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მისი გამარჯვებულიც გახდა.

ახლა მას საქველმოქმედო ორგანიზაცია აქვს, რომელიც ფსიქოლოგიური დახმარებას უწევს სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ადამიანებს.

"ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩემთვის ნაცნობი თემაა. ბავშვობიდან პანიკური შეტევები მტანჯავდა. ახლაც ყოველდღე ტანჯვას განვიცდი დაავადების გამო, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ. გავაგრძელებ ბრძოლას პოზიტივისთვის და ყველას შთავაგონებ, რომ მარტო არ არის პრობლემების წინაში" - ამბობს სტეფანი. წყარო

mshoblebi.ge