თბილისის მერი იუბილარია - როგორ მიულოცა ანუკი არეშიძემ მეუღლეს დაბადების დღე - კვირის პალიტრა

თბილისის მერი იუბილარია - როგორ მიულოცა ანუკი არეშიძემ მეუღლეს დაბადების დღე

თბილისის მერი იუბილარია, ის 43 წლის გახდა. კახა კალაძეს მეუღლემ იუბილე "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოებით მიულოცა. ფოტოების უმრავლესობა წლებისწინანდელია და იმ პერიოდშია გადაღებული, როდესაც ანუკი და კახი ახალდაქორწინებულები იყვნენ.

"გილოცავ... საუკეთესო მამა. მიყვარხარ" - წერს ანუკი ფოტოების კომენტირებისას.

კახის და ანუკის 15-წლიანი ქორწინება აკავშირებთ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. თბილისის მერი და მისი მეუღლე ხშირად აქვეყნებენ ოჯახურ ფოტოებს.