"ისე ვტი­რო­დი, არა­ფე­რი მეს­მო­და.ერ­თმა წამ­მა მთლი­ა­ნად გა­და­ატ­რი­ა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა" - რვაწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მოვლენილ პატარაზე რას ჰყვება ტელეწამყვანი? - კვირის პალიტრა

"ისე ვტი­რო­დი, არა­ფე­რი მეს­მო­და.ერ­თმა წამ­მა მთლი­ა­ნად გა­და­ატ­რი­ა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა" - რვაწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მოვლენილ პატარაზე რას ჰყვება ტელეწამყვანი?

რვაწლიანი ქორწინების შემდეგ მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე, ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

პატარა 3 500 დაიბადა, 51 სანტიმეტრი. ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ნუცა ქავთარაძემ მშობიარობის შემდგომ ემოციებსა და შვილზე "იმედის დღეში" ისაუბრა.

"ახლაც ვერ გამოვდივარ ემოციებიდან. ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა. ეს ბედნიერების ცრემლები იყო. უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი შეიცვალა ერთ წამში, ამ ერთმა წამმა მთლიანად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება.

ყველა ამბობს, რომ სანი მგავს მე, თუმცა კიდურები აქვს მამის, რაც მე ძალიან მიხარია. ხვალ გაგვწერენ სახლში. სანი ძალიან კარგად იქცევა. ორმაგს ჭამს. ამაში ალბათ მე დამემსგავსა, რადგან ყველამ იცის ჩემი მადა.