"კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ოქ­როს ხანა არც ისე შორ­საა" - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები - როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - კვირის პალიტრა

"კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ოქ­როს ხანა არც ისე შორ­საა" - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები - როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში

თუ პანდემიის დროს სახლში დარჩენილნი მომავალ მოგზაურობაზე ოცნებობთ და საკუთარ თავს ბალიზე, ან მალდივებზე, სულაც ვენეციის არხებში გონდოლით მოსეირნეს წარმოიდგენთ, შეგიძლიათ ფანტაზიას უფრო მეტი გასაქანი მისცეთ, მაგალითად, კოსმოსში მოგზაურობაზე იოცნებოთ, მით უფრო, რომ ეს ოცნება შესაძლოა, მალე რეალობად იქცეს.

როგორც CNN წერს, 2027 წლისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაიხსნება პირველი სასტუმრო, რომელიც დამსველებლებს მიიღებს. სასტუმროს ექნება ერთგვარი ბორბლის ფორმა, რომელიც რერძის გარშემო იმოძრავებს.

სასტუმროს Orbital Assembly Corporation ააშენებს. კომპანიის ხელმძღვანელი ჯონ ბლინქოა, რომელიც ყოფილი პილოტი გახლავთ. ის ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტი გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი გათვლებით, სასტუმროს მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, 2027 წელს კი დასასვენებლად კოსმოსში წასვლა უკვე რეალობა იქნება.

"გვსურს საზოგადოებას ვუთხრათ, რომ კოსმოსში მოგზაურობის ოქროს ხანა არც ისე შორსაა, ეს დრო ძალიან მალე მოვა", - ამბობს ბლინქო. გააგრძელეთ კითხვა