"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა გმირს ვე­ძებ­დი და ბო­ლოს მივ­ხვდი - ნამ­დვი­ლი გმი­რი ყო­ველ­თვის ჩემ გვერ­დით იყო" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედაზე - კვირის პალიტრა

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა გმირს ვე­ძებ­დი და ბო­ლოს მივ­ხვდი - ნამ­დვი­ლი გმი­რი ყო­ველ­თვის ჩემ გვერ­დით იყო" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედაზე

ხათუნა ჟორდანია უკვე თვეებია მძიმე სენს ებრძვის. მან მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა, ახლა თავს უკეთ გრძნობს. აქტიურობს სოციალურ ქსელებში. ის და მისი ოჯახის წევრები კი ხშირად უზიარებენ გულშემატკივრებს სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ამჯერად ხათუნა ჟორდანია თავისი უმცროსი ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ესსეს აქვეყნებს, რომელიც გოგონამ მას დედის დღეს წაუკითხა - "რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ "ფეისბუქი", უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება რომ ეს უნდა გამეკეთებინა", - წერს ხათუნა.

ანასტასია თავი ესსეში დედის შესახებ ყვება და იმ დღეს იხსენებს, როდესაც დედა ავად პირველად გახდა, გვიყვება საკუთარ განცდებზე, ემოციებზე და იმ განსაცდელზე, რომელიც გამოიარეს. გთავაზობთ ნაწილს მისი წერილიდან:

"მთელი ჩემი ცხოვრება გმირს ვეძებდი და ბოლოს მივხვდი, რომ ნამდვილი გმირი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ორი წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში, სკოლის არდადეგები დაიწყო და ჩემი გონება მოიცვა მოგზაურობაზე და გართობაზე ფიქრმა. როდესაც ჩანთები ჩავალაგეთ, დედამ თავი ცუდად იგრძნო, განუწყვეტლივ ახველებდა. დედაჩემი, თუნა ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი. გააგრძელეთ კითხვა