"აი, ეგ როკ - ენ - როლი მომენატრა ძალიან…" - ილიკო და ნინო სუხიშვილებმა უკრაინაში გასტროლზე მყოფი "სუხიშვილების" ვიდეო გამოაქვეყნეს
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" დიდხნიანი პაუზის შემდეგ გასტროლებზე უკრაინაში გაემგზავრა.

როგორც ნინო სუხიშვილმა აღნიშნა ანსმბლმა უკვე გამართა რამდენიმე კონცერტი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონცერტის კულისებიდან გადაღებული ვიდეო განთავსადა  "სუხიშვილების" ოფიციალურ "ფეისბუქზე".

ვიდეოში ანსამბლის ხელმძღვანელები ილიკო და ნინო სუხიშვილები აღნიშნავენ, რომ ძალიან მოენატრათ კონცერტების ჩატარება.

"თეატრები, გზატკეცილები და სასტუმროები, აი, ეგ როკ - ენ - როლი მომენატრა ძალიან…", - ამბობს ვიდეოს დასაწყისში ილიკო სუხიშვილი.

"მომენატრა ჩემი მოცეკვავის ბედნიერი და დაღლილი თვალები კონცერტის
მერე, რამპის შუქი, კულისებიდან კონცერტის ყურება. ყველაფერი ძალია მომენატრა, ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამ გასტროლზე 16 ქალაქში 46 კონცერტი უნდა გავმართოთ. ეს მეთორმეტეა უკვე" - აცხადებს საგასტროლო კონცერტზე კულისებში მყოფი ნინო სუხიშვილი.

Თეო
07 მარტი 2021 11:23
Წარმატებები...ბევრჯერ გაგეხარებიოთ მაყურებელი.საუკეთესოები ხართ ნამდვილად.
ლია
06 მარტი 2021 16:51
წარმატებები, ჩვენო საამაყო და სასახელო ადამიანებო!!!
თეო
06 მარტი 2021 13:28
როგორ მიყვარხააართ! მეტირება!

რუბრიკის სხვა სიახლეები