"ერ­თმა­ნე­თი აე­რო­პორ­ტში გა­ვი­ცა­ნით და სწო­რედ იქ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე
"ერ­თმა­ნე­თი აე­რო­პორ­ტში გა­ვი­ცა­ნით და სწო­რედ იქ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე
რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ თბი­ლი­სის კი­დევ ერთი სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო დათო ხუ­ჯა­ძე და­ო­ჯახ­და. მე­უღ­ლე ეკა და­ლა­ქიშ­ვი­ლი ლოტ­ბა­რია, თუმ­ცა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობს. ხუ­ჯა­ძე წლე­ბის წინ, მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ერთხელ ქორ­წი­ნე­ბა­ში.

მომ­ღე­რა­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ნა­თე­სავ­ზე, ნა­თია ონი­ან­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მალე ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და ყო­ფი­ლი ცოლი სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გეს და მომ­ღე­რა­ლი ხში­რად ნა­ხუ­ლობს გო­გო­ნას.

დათო ხუ­ჯა­ძემ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე აე­რო­პორ­ტში გა­იც­ნო, სა­დაც ქალი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და.
მომ­ღე­რალ­მა მე­უღ­ლის შე­სა­ხებ რა­დიო "ფორ­ტუ­ნას" გა­და­ცე­მა "არტ-FM"-ში ისა­უბ­რა:

"ჩემი მე­უღ­ლე ეკა და­ლა­ქიშ­ვი­ლი თბი­ლი­სე­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ას, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია აქვს – სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ას­რუ­ლა და ლოტ­ბა­რია, თუმ­ცა არას­დროს უმუ­შა­ვია სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით. ადრე ერ­თმა­ნე­თი აე­რო­პორ­ტში გა­ვი­ცა­ნით, ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო აე­რო­პორტთან და სწო­რედ იქ და­ი­წყო
ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც" - ამ­ბობს დათო ხუ­ჯა­ძე. გაგრძელება
გიოგიო
07 მარტი 2021 18:39
ლელა-ლაპარაკობს სრულ სიმართლეს-პ.ს.ხუჯაძე -პავლიაშვილი-თათარაშვილი-აგრეთვე "ავანდმტყოფი" შალვა რამიშვი ლი.....
ლალი
06 მარტი 2021 19:26
ეს ის ხუჯაზე არ არის, აგვისტოს ომი, თქვენი ქართველების ბრალიაო, რუსეთის ტელევიზიიდან რომ კიოდა? რას ნიშნავს თაქენი, ქართველების ბრალია? ისე ლაპარაკობდა თითქოს თვითონ არ იყო ქართველი, და საერთოდაც ეთაკილებოდა, რომ ქართველი იყო, და თაბს წარმოაჩენდა, თითქოს რუსულ ბომონდს მიეკუთვნებოდა. ძალიან სასაცილო იყო, ადამიანი სამშობლოს უარყოფდა, და ეს სიამოვნებდა. რუსულმა ბომონდმა ხუჯაძე არ მიიღო, რა ეხლა ისევ საქართველოში ჩამოჩანჩალდა, და აღარ იცის რა ქნას))))))

რუბრიკის სხვა სიახლეები