"ერ­თმა­ნე­თი აე­რო­პორ­ტში გა­ვი­ცა­ნით და სწო­რედ იქ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე - კვირის პალიტრა

"ერ­თმა­ნე­თი აე­რო­პორ­ტში გა­ვი­ცა­ნით და სწო­რედ იქ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე

რამდენიმე კვირის წინ თბილისის კიდევ ერთი სასურველი სასიძო დათო ხუჯაძე დაოჯახდა. მეუღლე ეკა დალაქიშვილი ლოტბარია, თუმცა თავისი პროფესიით არ მუშაობს. ხუჯაძე წლების წინ, მოსკოვში ცხოვრებისას უკვე იმყოფებოდა ერთხელ ქორწინებაში.

მომღერალი კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ნათესავზე, ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მალე ერთმანეთს დაშორდნენ და ყოფილი ცოლი საერთო შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა, მოგვიანებით ურთიერთობები დაალაგეს და მომღერალი ხშირად ნახულობს გოგონას.

დათო ხუჯაძემ მომავალი მეუღლე აეროპორტში გაიცნო, სადაც ქალი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მომღერალმა მეუღლის შესახებ რადიო "ფორტუნას" გადაცემა "არტ-FM"-ში ისაუბრა:

"ჩემი მეუღლე ეკა დალაქიშვილი თბილისელია, რაც შეეხება პროფესიას, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ადრე ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, ჩემი პროფესია ძალიან ახლოს იყო აეროპორტთან და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც" - ამბობს დათო ხუჯაძე. გაგრძელება