"სამეფო ოჯახს არ სურდა, რომ ჩემი და ჰარის შვილი პრინცი ან პრინცესა გამხდარიყო"
"სამეფო ოჯახს არ სურდა, რომ ჩემი და ჰარის შვილი პრინცი ან პრინცესა გამხდარიყო"
პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი აცხადებს, რომ მათ ვაჟს არჩის პრინცის ტიტულზე უარი იმის გამო ეთქვა, რომ სამეფო ოჯახში მის დაბადებამდე ღელავდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კანის ფერი ექნებოდა მას.

სასექსის ჰერცოგინიამ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრება ისე გაუჭირდა, რომ ზოგჯერ "სიცოცხლე აღარ სურდა."

მეგან მარკლის თქმით, ყველაზე ცუდი მომენტი მისთვის ის იყო, როდესაც ჰარის ოჯახის ერთმა წევრმა ჰკითხა, "რამდენად მუქი" შეიძლებოდა ყოფილიყო მათი შვილის კანი.
თუმცა, სასექსის ჰერცოგინიამ არ დააკონკრეტა, სამეფო ოჯახის რომელმა წევრმა დასვა ეს კითხვა.

ცნობისათვის, 39 წლის მეგან მარკლის დედა შავკანიანია, მამა კი თეთრკანიანი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და არა მხო­ლოდ, დღეს გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა პრინ­ცი ჰარი და მე­გან მარ­კლი არი­ან. სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის შემ­დეგ, წყვილ­მა პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა სა­ჯა­როდ
ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მე­გან მარ­კლის პა­სუ­ხე­ბი, რო­მელ­მაც ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პრე­სის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე, რომ­ლის გა­მოც მას სი­ცო­ცხლე აღარ სურ­და.

გთავაზობთ რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ურ­თი­ერ­თო­ბა ქეით მიდლტონ­თან

მე­გან მარ­კლმა ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა ქეით მიდლტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ და გა­იხ­სე­ნა მო­მენ­ტი, თუ რო­გორ ატი­რა ქე­ით­მა ის სა­მე­ფო ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე. ცნო­ბის­თვის, ქორ­წი­ლის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში ქე­ი­თი­სა და მე­გა­ნის ჩხუ­ბის შე­სა­ხებ წერ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მე­გა­ნის გამო ქე­ით­მა იტი­რა, მარ­კლი კი ახლა ამ­ბობს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო, თუმ­ცა სი­მარ­თლე არა­ვინ თქვა და სა­მე­ფო ოჯახ­მა ის არ და­იც­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­სა "სა­ში­ნე­ლე­ბებს წერ­და."

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და. ქორ­წი­ლის კვი­რა მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ის რა­ღა­ცის გამო გა­ნა­წყენ­და, კა­მა­თობ­და, მაგ­რამ ამას მიხ­ვდა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, ყვა­ვი­ლე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა ბო­დი­შის ბა­რა­თით. მან გა­ა­კე­თა ის, რა­საც მე გა­ვა­კე­თებ­დი, რომ მცოდ­ნო­და, ვი­ღა­ცას გული ვატ­კი­ნე", - თქვა მე­გან­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე ეხე­ბო­და ქორ­წილ­ში მეყ­ვა­ვი­ლე გო­გო­ნე­ბის კა­ბებს, რო­მელ­ზეც ვერ თან­ხმდე­ბოდ­ნენ.

"ის გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო...ამის გამო ვი­ტი­რე. ყო­ვე­ლი­ვე ძა­ლი­ან მტკენ­და გულს და ყვე­ლა­ფერს ამ კონ­ტექ­სტში ვხე­დავ­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ უნდა აკე­თო ის, რა­საც ყვე­ლა აკე­თებს და ვე­რას­დროს გა­ა­კე­თებ იმას, რაც შენ გინ­და", - ამ­ბობს მე­გა­ნი. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო:

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები