"სამეფო ოჯახს არ სურდა, რომ ჩემი და ჰარის შვილი პრინცი ან პრინცესა გამხდარიყო" - კვირის პალიტრა

"სამეფო ოჯახს არ სურდა, რომ ჩემი და ჰარის შვილი პრინცი ან პრინცესა გამხდარიყო"

პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი აცხადებს, რომ მათ ვაჟს არჩის პრინცის ტიტულზე უარი იმის გამო ეთქვა, რომ სამეფო ოჯახში მის დაბადებამდე ღელავდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კანის ფერი ექნებოდა მას.

სასექსის ჰერცოგინიამ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრება ისე გაუჭირდა, რომ ზოგჯერ "სიცოცხლე აღარ სურდა."

მეგან მარკლის თქმით, ყველაზე ცუდი მომენტი მისთვის ის იყო, როდესაც ჰარის ოჯახის ერთმა წევრმა ჰკითხა, "რამდენად მუქი" შეიძლებოდა ყოფილიყო მათი შვილის კანი. თუმცა, სასექსის ჰერცოგინიამ არ დააკონკრეტა, სამეფო ოჯახის რომელმა წევრმა დასვა ეს კითხვა.

ცნობისათვის, 39 წლის მეგან მარკლის დედა შავკანიანია, მამა კი თეთრკანიანი.

დიდ ბრიტანეთში და არა მხოლოდ, დღეს განხილვის მთავარი თემა პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არიან. სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, წყვილმა პირველად ისაუბრა საჯაროდ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მეგან მარკლის პასუხები, რომელმაც ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, საზოგადოებისა და პრესის მხრიდან ზეწოლაზე, რომლის გამოც მას სიცოცხლე აღარ სურდა.

გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს ინტერვიუდან:

ურთიერთობა ქეით მიდლტონთან

მეგან მარკლმა ინტერვიუში ისაუბრა ქეით მიდლტონთან ურთიერთობის შესახებ და გაიხსენა მომენტი, თუ როგორ ატირა ქეითმა ის სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. ცნობისთვის, ქორწილის შემდეგ, ბრიტანულ მედიაში ქეითისა და მეგანის ჩხუბის შესახებ წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მეგანის გამო ქეითმა იტირა, მარკლი კი ახლა ამბობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა სიმართლე არავინ თქვა და სამეფო ოჯახმა ის არ დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა "საშინელებებს წერდა."

"სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის კვირა მართლაც ძალიან რთული იყო, ის რაღაცის გამო განაწყენდა, კამათობდა, მაგრამ ამას მიხვდა და ბოდიში მოიხადა, ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის ბარათით. მან გააკეთა ის, რასაც მე გავაკეთებდი, რომ მცოდნოდა, ვიღაცას გული ვატკინე", - თქვა მეგანმა და აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა ქორწილში მეყვავილე გოგონების კაბებს, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ.

"ის განაწყენებული იყო...ამის გამო ვიტირე. ყოველივე ძალიან მტკენდა გულს და ყველაფერს ამ კონტექსტში ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ უნდა აკეთო ის, რასაც ყველა აკეთებს და ვერასდროს გააკეთებ იმას, რაც შენ გინდა", - ამბობს მეგანი. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო: