"მოხდა ისე, რომ დავრჩი მარტო - ნიკოლოზი რომ გავაჩინე, უკვე მეუღლეს დაშორებული ვიყავი" - კვირის პალიტრა

"მოხდა ისე, რომ დავრჩი მარტო - ნიკოლოზი რომ გავაჩინე, უკვე მეუღლეს დაშორებული ვიყავი"

მომღერალი მარიკა თხელიძე 27 წლის იყო, როცა დედა გახდა. ნიკოლოზი რომ დაიბადა, მარიკა მეუღლესთან უკვე დაშორებული იყო და მშობლების მთელი ტვირთი მას დააწვა. თუმცა, გვერდით ედგა დედა და ბავშვის აღმზრდელი, რომელიც დღემდე ზრუნავს ნიკოლოზზე. მომღერალი დედის ამპლუაში ჩავწერეთ.

- მარიკა, როგორი იყო დედობის პირველი შეგრძნებები?

- 2016 წელს დაიბადა ნიკოლოზი, 27 წლის ვიყავი. ძალიან მინდოდა შვილი და სრულიად გაანალიზებული მქონდა ყველაფერი. დაბადების წამიდან სულ სხვანაირად შეცვალა ამ პატარა ადამიანმა ჩემი ცხოვრება, სულ სხვანაირი სიყვარული ყოფილა შვილი, ესაა უდიდესი სტიმული, რომელიც ბევრ

კარგ რამეს გაკეთებინებს.

- მშობიარობის შემდეგი პერიოდი როგორ გადაიტანე, ხშირად დეპრესია ეწყებათ ქალებს..

- რამდენადაც მეგონა, რომ სრულიად გააზრებული მქონდა ჩემი ეს ნაბიჯი და მზად ვიყავი, გზადაგზა ვაცნობიერებდი, რომ თურმე, მთლად ასეც არ ყოფილა. უბრალოდ ცხოვრებაში რაღაცებს ვერ გათვლი, მაშინ მოხდა ისე, რომ დავრჩი მარტო და ნიკოლოზი რომ გავაჩინე, უკვე მეუღლეს დაშორებული ვიყავი. თუმცა, დედა სულ და ყოველთვის გვერდით მყავდა და მყავს, ასევე ნათია, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია და დაბადებიდან მეხმარება ნიკოლოზის გაზრდაში. ვთვლი, რომ ძლიერი ვარ და ეს რთული პერიოდიც გადავიტანე, თანდათან ვრწმუნდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

- ალბათ ასეთ სიტუაციაში პირველი ეტაპი ყველაზე რთულია...

- კი ასეა, თავიდან, პირველი ეტაპი ძალიან რთულია, მერე ნელ-ნელა ლაგდები.

მაშინ, როცა ნიკოლოზი ჩვილი იყო, ძალიან აქტიურად ვმუშაობდი, მქონდა კონცერტები და თქვენ წარმოიდგინეთ, 5 თვის ბავშვი მებუტებოდა, თუ დიდხანს ვერ ვნახავდი და მიებმებოდა ისე, რომ საკმარის დროს ვერ დავუთმობდი. გააგრძელეთ კითხვა