ანა დოლიძემ შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია - რას წერს ახალშობილი გოგონას დედა სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

ანა დოლიძემ შვილს თამარ მეფის დროს მოღვაწე პოლიტიკოსი ქალის სახელი შეურჩია - რას წერს ახალშობილი გოგონას დედა სოციალურ ქსელში?

ანა დოლიძე მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა და მას კრავაი დაარქვეს. ახალშობილის დედა წერს, რომ ორივენი თავს კარგად გრძნობენ.

"მეგობრებო, გაჩდა პატარა კრავაი. ორივენი ვართ კარგად. ყველას გილოცავთ ქალთა საერთაშორის დღეს" - წერს ანა სოციალურ ქსელში.

როგორც ჩანს, ანამ შვილის თამარ მეფის კარზე მოღვაწე პოლიტიკოსი ქალბატონის სახელი შეურჩია.

ინფორმაციისთვის, კრავაჲ ჯაყელი XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკოსი ქალბატონი იყო.  ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლის დროს თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი გაგზავნა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად. საპატიო მანდილოსნებმა დავალება წარმატებით შეასრულეს.

"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე