მარადი მზეთუნახავი - კვირის პალიტრა

მარადი მზეთუნახავი

მსოფლიოს განსაკუთრებით ლამაზი ადამიანების საიტ BeautifulPeople.com-ზე,  სულ 127 ათასი წევრია. ახლახან კი სწორედ მათი გამოკითხვით პირველად გამოვლინდა მსოფლიოს სამეფო ოჯახების წევრი ყველაზე ლამაზი ადამიანების სია.

ქალებში ულამაზესად აღიარეს მონაკოს დედოფალი, დიდი მთავრის, რენიე მესამის მეუღლე, 1982 წელს ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი სუპერვარსკვლავი გრეის პატრისია კელი, რომელსაც დაკრძალვაზე ფრენკ სინატრამ "დაბადებიდან დედოფალი" უწოდა... მამაკაცებში კი პირველობა შვედ უფლისწულს, კარლოს-ფილიპეს ხვდა.