"გარშემო ძალიან ნეგატიური ინფორმაციებია ყველგან... ვცდილობდი, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა" - კვირის პალიტრა

"გარშემო ძალიან ნეგატიური ინფორმაციებია ყველგან... ვცდილობდი, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა"

ინტერვიუ სალომე ბაკურაძესთან - როგორია მისი ცხოვრების წესი,როგორ იკვევბება, ვარჯიშობს თუ არა, როგორია მისი ძილის რეჟიმი და როგორ ფორმებში გადაიტანა კოვიდ-19.

- როგორია სალომე ბაკურაძის ყოველდღიური ცხოვრების წესი, რამდენად ახერხებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას?

- უკვე ერთი წელიწადი ხდება, რაც ყოველდღიურობად ვაქციე, რომ დღეში 20 წუთი, სახლში ვვარჯიშობ და ეს სისტემატური ხასიათისაა.

არ ვაკეთებ ძალიან მხტომიარე და დამქანცველ ვარჯიშებს, არც კარდიოს, ძირითადად, პრესი, ჩაჯდომები, ე.წ პლანკაზე დგომა, გაჭიმვები, ცოტა იოგას ელემენტები. როგორც წესი, მაქსიმუმ 30 წუთი, დღის ნებისმიერ მონაკეთში, დილას, ან შუადღეს.

თუ მთელი დღის მანძილზე ვერ მოვცალე, საღამოს მაინც. გამონაკლისი არ არის არც შაბათ-კვირა და არც დღესასწაულები, იქნება ეს ახალი წელი, თუ აღდგომა.

- როგორია თქვენი კვების რაციონი?

- კვებას რაც შეეხება, ენდოკრინოლოგის რჩევებით, უკვე დიდი ხანია, ამას ყურადღებას ვაქცევ. მკაცრი დიეტების მომხრე არ ვარ, რადგან დიდი დრო და ენერგია დავკარგე, უშედეგოდ.

გაბრაზებული ვანებებდი თავს, მიღწეული შედეგით უკმაყოფილო და " ნატანჯი", იყო სტრესული და იმ შედეგს არ მაძლევდა, რომელიც მინდოდა.

ნელ-ნელა ცხოვრების წესად ვაქციე ჯანსაღი კვება და ბოლოს გავიზარე , რომ ჯანმრთელობა და სილამაზე ერთნმანეთთან გადაჯაჭვულია, პირდაპირპროპოციულ კავშირშია. ჯანსაღი კვებით ნერვებსაც არ ვიზიანებ. ვფიქრობ, ყველაფერი მაინც სიამოვნებას უნდა განიჭებდეს.

- როგორ იწყება თქვენი დილა, რას მიირთმევთ საუზმედ?

- ჩემი საუზმე შეიძლება იწყებოდეს გახუხული პურით და ყველით, კვერცხით და ყველით, შვრიის ფაფა ხილთან ერთად, ან ყველთან ერთად.

- ბოლო კვებას, რომელ საათზე მიირთმევთ?

- გვიან ღამით კვება უკვე დიდი ხანია შევწყვიტე, დაახლოებით, 6 თვეა. 7 საათის შემდეგ, რაც არ უნდა სუფრა ან ახალი წელი იყოს, არ გეახლებით.

- დღის განმავლობაში რამდენად ხშირად მიირთმევთ წყალს?

- წყალი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა, უკვე ძალიან დიდი ხანია. თავიდან იძულების წესით დავიწყე სმა. ბოლო 2 წელია, ვფიქრობ, რომ უკვე მიყვარს კიდევაც. დაახლოებით, ორ ლიტრას ვსვამ დღეში, თუმცა არ მაქვს "რობოტული" მიდგომა, რომ აუცილებლად ამდენი უნდა დავლიო. ნახევარლიტრიანი, ცოტა დიდი მოცულობის ჭიქა მაქვს სახლში, თუ გარეთ ვარ, ამავე მოცულობის ბოთლი და ასე ვახერხებ 2 ლიტრამდე ასვლას.

- ჩაი თუ ყავა?

- ყავა. დღის განმავლობაში, 3-4 ფინჯან ყავას მივიმრთმევ. თუ სიტუაციამ მოიტანა, შეიძლება მეტიც. თუმცა, როგორც წესი, 4 ჭიქაზე მეტს არ მივირთმევ.

- ხშირად გიწევთ ეკრანზე გამოჩენა და როგორ უვლით სახის კანსა და თმებს?

- როგორც ყველა ქალბატონს, მეც ჩემი სახის კანის მოვლის რუტინა მაქვს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. სახლში მომზადებული ნიღბების და მსგავსი მოვლის საშუალებების გაკეთებით არ გამოვირჩევი.

ძირითადად, სახის დაბანა, გაწმენდა, დატენიანება, თვალის ირგვლივ საცხი გახლავთ ჩემი ყოველდღიური, რუტინული სახის მოვლის პროცედურები. კოსმეტოლოგსაც იშვიათად ვსტუმრობ. მაშინ, როდესაც ზაფხულისთვის კანს ვამზადებ. ზამთარში უფრო დიდ ყურადღებას კანის დატენიანებას ვაქცევ.

ყოველდღიურად ინსტრაგამზე, თმებთან დაკავშირებით, ათეულობით წერილი მომდის, თუ როგორ ვუვლი. ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს. როცა დავფრინავდი, ყოველთვის ახალ-ახალ პროდუქტებს ვყიდულობდი და ვტესტავდი.

როცა მეკითხებიან, როგორ ვუვლი თმებს, ფოტოს ვუგზავნი, სადაც ჩანს ერთი თარო, რომელიც სავსეა თმის მოვლის საშუალებებით.

ხვეული თმის შამპუნი, კონდინციონერი, კვირაში ერთი ან ორი დღე - თმის ნიღაბი, რომელიც დაბანის დროს გამოიყენება - ეს არის ჩემი თმის მოვლის ძირითადი საშუალებები. გააგრძელეთ კითხვა