რბოლა სკამებით - კვირის პალიტრა

რბოლა სკამებით

გერმანიის ქალაქ კენიგში საოფისე სკამებით რალიში მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე ტრადიციად იქცა და მესამედ ჩატარდა. 200-მეტრიან სტარტზე სხვადასხვა ქვეყნიდან 60 კაცზე მეტი მონაწილეობდა. სარბოლო "ტრასა" სპეციალურად იყო გართულებული ვირაჟებითა და დაბრკოლებებით. რასაკვირველია, "ბოლიდებზე" რაიმე სახის ძრავის დაყენება კატეგორიულად იკრძალებოდა. ამის მიუხედავად, მონაწილეებმა 35 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლეს, თუმცა უმრავლესობამ ფინიშამდე ვერ მიაღწია.