შედევრი-რეკორდი გარაჟის ნაცვლად - კვირის პალიტრა

შედევრი-რეკორდი გარაჟის ნაცვლად

ესპანეთის ქალაქ სევილიის ისტორიულ ცენტრ პლასა დე ენკარნასიონში უზარმაზარი გარაჟისთვის საძირკვლის გათხრის დროს მშენებლებმა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნაშთები აღმოაჩინეს.

ამიტომ, სასწრაფოდ მოწვეულმა გერმანელმა არქიტექტორებმა  გარაჟის ნაცვლად უზარმაზარ, ქოლგების მსგავს ბურჯებზე უნიკალური, მსოფლიოში ხის ყველაზე დიდი ნაგებობა - Metropol Parasol-ი შექმნეს, რომელიც გინესის  წიგნშიც  მოხვდა. "ქოლგების" სიმაღლე 28 მეტრია, საერთო სიგრძე - 150 მ, სიგანე - 75 მ.

სარეკორდო მშენებლობისთვის საჭირო ხის მასალა გერმანიაში დამზადდა და განსაკუთრებით მტკიცე ფანერას წარმოადგენს. უზარმაზარი ნაგებობის სახურავზე არის საჭვრეტი მოედნები და ბილიკები, ქვეშ კი, რესტორნებისა და მაღაზიების გარდა, ცხადია, ახალი არქეოლოგიური მუზეუმი  განთავსდა.