"ბიჭია, ბიჭია, ბიჭია!" - ირაკლი კობახიძის დას შვილი შეეძინა - კვირის პალიტრა

"ბიჭია, ბიჭია, ბიჭია!" - ირაკლი კობახიძის დას შვილი შეეძინა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძა გახდა. ქეთევან კობახიძეს და დავით ფაცაციას ვაჟი შეეძინათ. ამის შესახებ დავით ფაცაცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ბიჭია, ბიჭია, ბიჭია! დაიბადა პატარა და დიდი გოგი ფაცაცია!" - წერს დავით ფაცაცია.

ირაკლი კობახიძის და, ქეთევან კობახიძე პოლიტიკოს დავით ფაცაციაზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ, საპროტესტო აქციებზე გაიცნო. ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ.

ქეთევან კობახიძე პროფესიით ჟურნალისტია. მან თსუ-ს ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ხატვა დაიწყო. ქეთევან კობახიძის გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და საკმაოდ წარმატებული მხატვარია.

დავით ფაცაცია სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე ებრძოდა და პირველი იყო, რომელმაც საქართველო რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ამხილა. "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ის გარკვეული დროით პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გახლდათ.