"ბიჭია, ბიჭია, ბიჭია!" - ირაკლი კობახიძის დას შვილი შეეძინა
"ბიჭია, ბიჭია, ბიჭია!" - ირაკლი კობახიძის დას შვილი შეეძინა
"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ბიძა გახ­და. ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძეს და და­ვით ფა­ცა­ცი­ას ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. ამის შე­სა­ხებ და­ვით ფა­ცა­ცია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ბი­ჭია, ბი­ჭია, ბი­ჭია! და­ი­ბა­და პა­ტა­რა და დიდი გოგი ფა­ცა­ცია!" - წერს და­ვით ფა­ცა­ცია.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის და, ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძე პო­ლი­ტი­კოს და­ვით ფა­ცა­ცი­ა­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გა­იც­ნო. ისი­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს ებ­რძოდ­ნენ.

ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძე პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. მან თსუ-ს ტე­ლე­რა­დიო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, თუმ­ცა,
რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ხატ­ვა და­ი­წყო. ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძის გა­მო­ფე­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხატ­ვა­რია.

და­ვით ფა­ცა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლ
ის რე­ჟიმს წლე­ბის მან­ძილ­ზე ებ­რძო­და და პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­ბის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მი­ყიდ­ვა­ში ამ­ხი­ლა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ის გარ­კვე­უ­ლი დრო­ით პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ლი­დე­რი გახ­ლდათ.
levanis mshobeli
13 მარტი 2021 05:59
სიძე და ძმა ჯობია გოგოს
ტოტო
11 მარტი 2021 15:20
ძალიან კარგები არიან.განსაკუთრებული პატივისცემა ქეთევანის, ზაალიშვილების მხარეს.
ნონა
10 მარტი 2021 13:55
მთელი გულით გილოცავთ იმრავლეთ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები