150 კაცი - საპნის ბუშტში - კვირის პალიტრა

150 კაცი - საპნის ბუშტში

ცნობილმა კანადელმა ილუზიონისტმა ფან იანგმა გინესის რეკორდი დაამყარა - მან საპნის ბუშტში მოაქცია სპეციალურ პლატფორმაზე მდგომი 150 კაცი.

წინა რეკორდი 94 კაცი იყო. იანგმა თავად გამოიგონა საპნის სპეციალური ხსნარი (ფორმულას საიდუმლოდ ინახავს), რომელიც საშუალებას აძლევს, ელასტიკური საპნის ბუშტები ათობით მეტრზე იოლად გაჭიმოს.